საქართველო ზოგრაფის წმიდა გიორგის ხატი. - 3 სექტემბერში 2011 - მართმადიდებლური ფორუმი




მენიუ

†ფილმები†
†ვიდეოები†
†ისტორია†
†რელიგია†
†კულტურა†
† ხატები და ფრესკები†
†ჩვენი პატრიარქი†
†ქართული სპორტი†
†ქართველი პოეტები†
†ტაძრები და მონასტრები†
†მამათა გამონათქვამები†
†ქადაგებები†
†ქართული  მუსიკა†
საქართველოს ბუნება
†საგალობლები†
†წმიდა წერილი†
†ლოცვანი†
†ღვთისმეტყველება†
†სულიერი სწავლებანი†
†საეკლესიო კალენდარი†
†მარხვები†
†წმინდანთა ცხოვრება†
†დღესასწაულები†
†სასწაულები†
†გზა ტაძრისაკენ†
†წმიდა სინოდი†
†გამონათქვამები†
†სხვადასხვა†


შესვლის ფორმა


ძებნა


ONLINE TV
         



ხატები

        წმინდა გიორგი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიტრიხერუსა ანუ სამხელიანი


ჩვენი გამოკითხვა
დადიხართ ტაძარში?
სულ ხმები : 130


FaCeBooK


საიტის მეგობრები
 




     

«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930


სტატისტიკა
ამჟამად საიტზეა:
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ავტორიზირებულია:



.......

Page Ranking Tool






 2011 » სექტემბერი » 3 » ზოგრაფის წმიდა გიორგის ხატი.
1:42 AM
ზოგრაფის წმიდა გიორგის ხატი.
ბერძენი იმპერატორის ლევ ბრძენის მეფობის ჟამს, 919 წელს, სამმა ძმამ – მოსემ, აარონმა და ბასილიმ მიიღესს მონაზვნობა და დამკვიდრდნენ ათონის მთაზე. ძმებმა მცირე ზომის ეკლესია ააშენეს, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ რომელი წმინდანის სახელი ეწოდებინათ მისთვის და ვისი ხატი დაეწერათ მომზადებულ დაფაზე. მათ გადაწყვიტეს ეთხოვათ ღვთისათვის, რომ განეცხადებინა მისი ყოვლადწმიდა ნება და განმარტოვდნენ სენაკებში სალოცავად. შუაღამისას ღმრთეებრივმა ნათელმა მოიცვა ტაძარი და გარემო მიდამოს მოეფინა. დილით კი ტაძარში შესულებს საოცარი სურათი წარმოუდგათ თვალწინ: დაფაზე დაწერილი იყო წმინდა გიორგის ხატი. სწორედ მისგან მოდიოდა ღამით ზეციური ნათელი და განაბრწყინებდა მათ სამყოფელს, რომელსაც ამ ხატის მიხედვით, დაერქვა "ზოგრაფის” (ფერმწერის) მონასტერი.
 სწორედ ამ დროს, პალესტინაში, ფანუელის მონასტერში, წმინდა გიორგის ხატი საძმოს თვალწინ თავისით მოსცილდა დაფას და გაუჩინარდა. შეძრწუნებული ბერები ევედრებოდნენ უფალს, რათა გაემხილა თუ სად გაუჩინარდა მათი მფარველის საკვირველთმოქმედი ხატი. ღმერთმა შეისმინა მათი ლოცვა და თვით წმინდა გიორგი მოუვლინა იღუმენს სანუგეშოდ. "ნუ სწუხართ ჩემზე, მე ვპოვე ჩემთვის ტაძარი ღმრთის დედის წილხვედრ მხარეში, ათონზე. თუ გნებავთ, თქვენც მიაშურეთ იმ მხარეს; რამეთუ ღმრთის რისხვა მზად არის თავს დაატყდეს გარყვნილ პალესტინას!” სანამ ღმრთის სამართლიანი რისხვა ბარბაროსების სახით თავს დაატყდებოდა იმ მხარეს, ბერები გაემგზავრნენ იღუმენთან ერთად წმინდა მთაზე, სადაც ერთ-ერთ სავანეში აღმოაჩინეს მათგან განშორებული ხატი წმიდა გიორგისა და აღარ ისურვეს ხატთან განშორება. იმ დროიდან დიდმოწამის ხატი დაუსრულებელ სასწაულთა წყაროდ შეიქმნა, რომლის თაყვანისსაცემად "ზოგრაფში” აურაცხელმა ხალხმა იწყო დენა.
 განსაკუთრებით ყურადღების ღირსია ამ ხატზე აღსრულებული ერთი სასწაული. ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსმა (გადმოცემით ვოდინისა), რომელმაც იცოდა წმინდა გიორგის ხატის მიერ აღსრულებული სასწაულები, მოინდომა შეემოწმებინა მათი ჭეშმარიტება და ამ მიზნით ათონს გაემგზავრა. მან, ნაცვლად იმისა, რომ თავმდაბლად მიახლებოდა ხატს თაყვანისსაცემად, კადნიერად იკითხა: "ეს არის განა თქვენი საკვირველთმოქმედი ხატი?” და საჩვენებელი თითი შეახო დიდმოწამის ლოყას… ღმრთის რისხვამ არ დააყოვნა; წმიდა გიორგიმ სასტიკად დასაჯა ეპისკოპოსი, მისი თითი ხატს შეეზარდა. ამაოდ ცდილობდა თავზარდაცემული და განცვიფრებული მღვდელმთავარი მის მოგლეჯას ხატიდან. უბედური იძულებული გახდა დაეთმინა მტანჯველი ოპერაცია; მას თითი მოაჭრეს (თითის წვერი დღემდე ხატზე იმყოფება). ამგვარად დარწმუნდა ეპისკოპოსი წმინდა დიდმოწამე გიორგის ხატის ჭეშმარიტ საკვირველთმოქმედებაში.
 ზოგრაფის წმ. გიორგის ხატის ათონის მთიდან ჩამობრძანებული ასლი დაბრძანებულია თბილისის ყოველადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში.
 "წმიდა გიორგის წამება და საკვირველებანი”, თბილისი, 2003 წ.


 
HTML-ლინკი სიახლეზე
BB-კოდი სიახლეზე
პირდაპირი ლინკი სიახლეზე უცოზ სკრიპტები!!!

 

        
კატეგორია: † ხატები და ფრესკები† | ნანახია: 700 | დაამატა: fabri | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

 

 Website builder - uCoz