ღვთისმშობლის ხატი, ივერიისად (ქართულად) წოდებული, რომელ არს მოსკოვს, ალექსი მიტროპოლიტის მონასტერში (1650)
|
1612-1617 წლებში ირანის ძლევამოსილი ხელმწიფე, შაჰი-აბას I ოთხჯერ შემოესია კახეთის სამეფოს და თითქმის სრულიად ააოხრა. კახეთმა თავისი მოსახლეობის ორი მესამედი დაკარგა, ასი ათასამდე მტერს შეაკვდა, ორასი ათასამდე კი ტყვედ იქნა წაყვანილი, რომელნიც ირანის შიდა პროვინციებში ჩაასახლეს. ამ შემოსევების დროს ეკლესია-მონასტრები შემუსრეს და მათში დაცული სიწმინდეები ზოგი გარყვნეს და ზოგიც - ირანს გაიტაცეს. მათ შორის იყო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიც. ღმრთის განგებულებით ეს ხატი შაჰის კარის მოხელემ ისპაჰანს მყოფ რუს ვაჭარს, სტეფანე ლაზარევს, მიჰყიდა. იმავე დროს, იაროსლავში დიდვაჭარს, გიორგი (გრიგორი) ლიტკინს, რომლის სავაჭრო საქმეებზეც იყო სტეფანე სპარსეთში წასული, ძილში ღმრთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მალე ჩამოვიდო-და მისი მნე (ეკონომოსი) ძვირფასი ხატით, რომელიც უნდა წარეგზავნა არხანგელსკის ეპარქიაში, 1603 წელს დაარსებულ ჩერნიგორის მამათა მონასტერში. შემდგომში მონასტერს სახელი შეუცვალეს და კრასნოგორის მონასტერი უწოდეს. ამ ხილვით განცვიფრებულმა გიორგიმ ხატის მოსალოდნელი ჩამობრძანების ამბავი პატრიარქს აუწყა. 1623 წ. სტეფანე ლაზარევი რუსეთში დაბრუნდა და ძვირფასი ხატი პატრონს მიართვა. როდესაც გიორგიმ ხატი ჩერნიგორის სავანეში დიდი პატივით გადააბრძანა, ხატმა მაშინვე მოახდინა დიდი სასწაული: ბრმა და ყრუ ბერს, პიტირიმს, რომელიც ხატის წინ ლოცულობდა, თვალები აუხილა და სმენა აღუდგინა. პირველ სასწაულს სხვა მრავალიც მოჰყვა და ხატმა მთელ რუსეთში გაითქვა სახელი.
|
Attachments:
წმინდანები მინადორა მიტრადორა და ნიმფადორა.
|
წმინდანი სამნი დანი მოწამენი – მინადორა, მიტრადორა და ნიმფადორა IV საუკუნეში ბითვინიაში ცხოვრობდნენ. მათ ყველაზე მეტად ქალწულებრივი სიწმინდე შეიყვარეს და მთელ დროს მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ. წმინდანების ცრემლიანი ლოცვებით უამრავი სასწაული აღესრულებოდა. ეს ამბავი მთელ ქვეყანას მოედო. ისინი უფლისადმი ვედრებით სულიერ მანკიერებებსაც კი კურნავდნენ და სულს თოვლზე უსპეტაკესს ხდიდნენ. მთავარმა ფრონტონმა დების შესახებ შეიტყო. იგი ადამიანური გონებისათვის მიუწვდომელმა ქალწულთა სილამაზემ შეიპყრო და მათ შეჰპირდა, რომ მდიდარ კარისკაცებს მიათხოვებდა, თუ კერპებს თაყვანს სცემდნენ. ქალწულებმა კი მიუგეს: "ვინ შეიძლება ქრისტეზე უკეთესი იყოს, რომელსაც სარწმუნოებით ვექმენით სასძლონი?” მაშინ ფრონტონმა ისინი სასტიკად აწამა.
|
Attachments:
თეოდორესეული ღვთისმშობლის ხატი
|
ხატის დღესასწაული დაწესდა 1613 წლის 14 მარტს. მიხეილ თევდორეს ძე რომანოვის რუსეთის მეფედ არჩევის დღის აღსანიშნავად. თევდორესეული ხატი კოსტრომის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. ჯერ კიდევ XII საუკუნის დასაწყისში ეს ხატი ქალაქ კიდეკშის ახლოს აშენებულ სამრეკლოში იყო დასვენებული. ფსკოვის მთავარმა გიორგი ვსევოლოდის ძემ ხატის ქალაქ კიდეკშაში გადმოტანა მოისურვა. მაგრამ სამრეკლოში გაგზავნილმა მსახურებმა ხატის ადგილიდან დაძვრა ვერ მოახერხეს. მთავარი მიხვდა, რომ ღვთისმშობელს მისი ხატის სხვა ადგილად გადასავენება არ ენება, ამიტომ 1164 წელს მან სამრეკლოს ადგილას წმიდა სავანე აღაშენა და ზეციური დედოფლის ხატი ახლადაგებულ ტაძარში დააბრძანა. სავანეს გოროდეცკი უწოდეს, ხოლო ღვთისმშობლის ხატი სავანის მთავარ, თევდორე სტრატილატის სახელობის ტაძარში დაასვენეს. ხის ძველი ეკლესიაც თევდორე სტრატილატის სახელობის იყო. ბათო ყაენის შემოსევის დროს სავანე, ისევე როგორც მთელი რუსეთის მიწა-წყალი, აოხრდა და გადაიბუგა. შეშინებული ხალხი ისე თავზარდაცემული ილტვოდა მონღოლთაგან, რომ მათ ტაძრიდან ხატის გამოსვენება ვერ მოასწრეს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომლის უკანა მხარესაც წმიდა დიდმოწამე პარასკევა იყო გამოსახული, ტაძარში დარჩა. ყველას ეგონა, რომ იგი ხანძარმა შთანთქა. 1239 წელს თავადი ვასილი გიორგის ძე კვაშნია უღრან ტყეში სანადიროდ იყო გასული. მოულოდენლად თავადს წინ რომელიღაც ნადირმა გადაურბინა. მონადირე ნადირს გამოუდგა, მაგრამ უეცრად მან თავის წინ, ფიჭვის ხის ტოტებში ღვთისმშობლის ხატი დაინახა.
|
Attachments:
ზოგრაფის წმიდა გიორგის ხატი.
|
ბერძენი იმპერატორის ლევ ბრძენის მეფობის ჟამს, 919 წელს, სამმა ძმამ – მოსემ, აარონმა და ბასილიმ მიიღესს მონაზვნობა და დამკვიდრდნენ ათონის მთაზე. ძმებმა მცირე ზომის ეკლესია ააშენეს, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ რომელი წმინდანის სახელი ეწოდებინათ მისთვის და ვისი ხატი დაეწერათ მომზადებულ დაფაზე. მათ გადაწყვიტეს ეთხოვათ ღვთისათვის, რომ განეცხადებინა მისი ყოვლადწმიდა ნება და განმარტოვდნენ სენაკებში სალოცავად. შუაღამისას ღმრთეებრივმა ნათელმა მოიცვა ტაძარი და გარემო მიდამოს მოეფინა. დილით კი ტაძარში შესულებს საოცარი სურათი წარმოუდგათ თვალწინ: დაფაზე დაწერილი იყო წმინდა გიორგის ხატი. სწორედ მისგან მოდიოდა ღამით ზეციური ნათელი და განაბრწყინებდა მათ სამყოფელს, რომელსაც ამ ხატის მიხედვით, დაერქვა "ზოგრაფის” (ფერმწერის) მონასტერი.
|
Attachments:
პანტანასას ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი
|
მე-17 საუკუნის "ყოველთა დედოფლის-პანტანასას” სასწაულთმოქმედი ხატი ათონის წმინდა მთაზე, ვატოპედის მონასტრის კათოლიკონის ჩრდილო-აღმოსავლეთის სვეტთანაა დაბრძანებული, რომელსაც უამრავი სასწაული აქვს მოხდენილი. ამ ხატთან ლოცვით, ავთვისებიან სიმსივნეთა განკურნების შემთხვევები ხშირია. ხატის მხოლოდ 3 ასლი არსებობს, მათგან ერთი კი საქართველოში 2003 წელს ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ეკლესიაში ჩამოაბრძანეს.
|
Attachments:
შენ ხარ ვენახი–ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი.
|
სასწაულმოქმედ ხატებს შორის ცნობილია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – "შენ ხარ ვენახი". მას მრავალი სასწაული უკავშირდება, რაც მართლმადიდებლურ სამყაროს დიდად აოცებს. რამდენიმე ხნის წინ კი ამ ხატის ასლებმა აღაფრთოვანეს რუსებიც. ყოვნადწმინდა ღვთისმშობლის ხატის – "შენ ხარ ვენახის” ავტორია პეტრე-პავლეს ტაძრის მრევლი ირაკლი ცინცაძე, ხოლო მისი მოძღვარი, დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი კი – ამ ხატის სულიერი ავტორი.
|
Attachments:
იოანე მთაწმინდელი.
|
ნეტარი მამა, იოანე (ერისკაცობაში ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი), დაიბადა სამცხეში, დაახლოებით 920 წელს. წმინდანის მამა, საქართველოს მეფის, დავით კურაპალატის, კარზე დაახლოებული დიდებული იყო. იოანეს ბავშვობიდანვე საუკეთესო განათლება მიაღებინეს: "სიყრმითგან თჳსით განსწავლულ იყო თავისუფლისა ხელოვნებათა და გონიერ გონებითა და გულისჴმისყოფითა, მეცნიერი ენისა ელინთასა და სხვათაცა ენათა ზედმიწევნულობით სწავლული და აღსავსე სიბრძნითა და შიშითა ღვთისათა”.
|
Attachments:
ყაზანის ღვთისმშობელი.
|
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყაზანის ხატის გამოჩინება 1576 წლის ივლისში ქალაქ ყაზანში მოხდა. 1579 წელს ყაზანში გაჩნდა ხანძარი, რომელიც 28 ნოემბერს წმიდა ნიკოლოზ სტუდიელის ეკლესიის სიახლოვეს დაიწყო ცეცხლი ქალაქის კრემლს მოედო და მისი ნახევარი ფერფლად აქცია. ამ ხანძარში ქრისტიანებზე მოწევნული ღვთის რისხვა დაინახეს და "ქრისტეს რწმენა წყევლისა და შეურაცხყოფის საგანი გახდა”. ქრისტიანებმა შეინანეს და სანაცვლოდ მათ უფალმა თავისი კაცთმოყვარება აჩვენა.
|
Attachments:
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ტრიხერუსა ანუ სამხელიანი
|
ისტორია ღვთისმშობლის პატიოსანი ხატისა, რომელსაც ტრიხერუსა (სამხელიანი) ეწოდება, მჭიდროდ უკავშირდება ხატთაყვანიცემის დიდი ქომაგისა და ქრისტიანული ჰიმნოგრაფიის თვალსაჩინო წარმოამადგენლის, იოანე დამასკელის სახელს.
წმიდა იოანე 676 წელს დაიბადა დამასკოში, ქრისტიანულ ოჯახში. მამამისს დამასკოს ხალიფას კარზე დიდი თანამდებობა ეჭირა, რასაც მარჯვედ იყენებდა ქრისტიანების მფარველობისათვის.
|
Attachments:
ტოლგის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი
|
1314 წელს, იმ დროს, როდესაც რუსეთის ეკლესიას წმიდა მიტროპოლიტი პეტრე მართავდა, გამოჩნდა ეს სასწაულთმოქმედი ხატი. როსტოვისა და იაროსლავის ეპისკოპოსი პროხორე, რომელსაც სქემაში ტრიფონი ერქვა, თავისი სამწყსოს მოსახილავად კირილო-ბელოოზეროს მონასტერში ჩავიდა. აქედან წყლით მდინარე შექსენის გაყოლებით ვოლგაზე გადავიდა და იაროსლავისკენ გაემართა. ქალაქიდან შვიდი ვერსის დაშორებით მან ვოლდის მარჯვენა დასახლებულ სანაპირომდე მიაღწია და იქ მთაზე ღამის გასათევის მოწყობა ბრძანა,
|
Attachments:
ანჩისხატის ისტორია
|
მაცხოვრის ხელთქუმნელი ხატი, ან როგორც მას საქართველოში უწოდებენ, პირი ღვთის ხატი, ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. ამ სასწაულთმოქმედი ხატის შექმნა უშუალოდ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს უკავშირდება. როცა განკაცებული ღმერთი ჯერ კიდევ ადამიანთა შორის ცხოვრობდა და მათ სასწაულებით აჯილდოებდა, ქალაქ ედესის მთავარი ავგაროზი, უკურნებელმა სენმა შეიპყრო, ექიმებმა მისი გადარჩენის იმედი დაკარგეს. მაშინ ავგაროზმა შიკრიკი აფრინა იესო ქრისტესთან და მისწერა, რომ თუ ამ სნეულებისაგან განკურნავდა, მის ყოველ ნებას აღასრულებდა და ურიებისაგან დევნილს თავის სამეფოში მოსვენებით აცხოვრებდა.
|
Attachments:
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ისტორია
|
მეცხრე საუკუნეში, თეოფილე კეისრის მეფობის ჟამს ბიზანტიაში ხატების დევნა და განადგურება დაიწყეს. მეფის ბრძანებით, ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები გაგზავნეს გადამალული ხატების მოსაძებნად და გასანადგურებლად.
|
Attachments: |