საქართველო მართმადიდებლური ფორუმი -                                                           




მენიუ

†ფილმები†
†ვიდეოები†
†ისტორია†
†რელიგია†
†კულტურა†
† ხატები და ფრესკები†
†ჩვენი პატრიარქი†
†ქართული სპორტი†
†ქართველი პოეტები†
†ტაძრები და მონასტრები†
†მამათა გამონათქვამები†
†ქადაგებები†
†ქართული  მუსიკა†
საქართველოს ბუნება
†საგალობლები†
†წმიდა წერილი†
†ლოცვანი†
†ღვთისმეტყველება†
†სულიერი სწავლებანი†
†საეკლესიო კალენდარი†
†მარხვები†
†წმინდანთა ცხოვრება†
†დღესასწაულები†
†სასწაულები†
†გზა ტაძრისაკენ†
†წმიდა სინოდი†
†გამონათქვამები†
†სხვადასხვა†


შესვლის ფორმა


ძებნა


ONLINE TV
         



ხატები

        წმინდა გიორგი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიტრიხერუსა ანუ სამხელიანი


ჩვენი გამოკითხვა
დადიხართ ტაძარში?
სულ ხმები : 130


FaCeBooK


საიტის მეგობრები
 




     

«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930


სტატისტიკა
ამჟამად საიტზეა:
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ავტორიზირებულია:



.......

Page Ranking Tool




პირველი ქრისტიანები

იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალებით დასრულდა ქრისტიანობის პირველი საუკუნე, რომელსაც მოციქულთა საუკუნე ეწოდა. ყველამ, ვინც იხილა განხორციელებული სიტყვა ღვთისა - იესო ქრისტე - და მოუსმინა მას, უფალში განისვენა, მაგრამ მაცხოვრისგან მიღებული ძალაუფლება მოციქულებმა თავიანთ მოწაფეებს გადასცეს. ამიერიდან მათ უნდა ექადაგათ სახარება დედამიწაზე, აღესრულებინათ საიდუმლონი და ღვთის სიტყვის შემწყნარებელნი ყოვლადწმინდა სამების სახელით მოენათლათ.
Attachments:
Views: 884 | Added by: fabri  | Comments (0)        სრულიად ნახვა

ათონის მთის ბოლო პერიოდის ქართველი მოღვაწეები

1919 წლის 9 მარტს, ათონის მთის წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის 18 ქართველი ბერი და რამდენიმე მორჩილი ბერძენ ბერებთან უთანხმოების გამო ძალადობით გამოიდევნენ მონასტრიდან და სამუდამოდ აეკრძალათ იქ დაბრუნება. ქართველი ბერების მცირე ჯგუფი, რომელთა შორის იყო წმიდა იოანე აღმსარებელი (მაისურაძე), სამშობლოში დაბრუნდა. 9 ბერი პანტელეიმონ მკურნალის სახელობის რუსული მონასტრის კუთვნილ წმიდა სტეფანე პირველმოწამის სენაკში დაბინავდა. დანარჩენი მოღვაწეები კი ათონის წმიდა მთის სხვადასხვა მონასტრებს შეეკედლნენ. საქართველოს გასაბჭოების შემდგომ გაწყდა ყოველგვარი კავშირი საზღვარგარეთ მყოფ ქართველებთან. ათონზე დარჩენილი ბერების ნათესავებს ამ დროიდან აღარ მოეწოდებოდათ ცნობები საბერძნეთიდან. „წარმოუდგენელია, თუ ვითარ მწუხარებაში და უნუგეშოდ დარჩნენ ისინი" - წერს მამა იოანე ბეთანელი თავის ერთ-ერთ მოგონებაში.
Attachments:
Views: 1105 | Added by: fabri  | Comments (2)        სრულიად ნახვა

ქართული საეკლესიო გალობა

ართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია. იგი ვითარდებოდა როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ სულიერ კერებში (საბაწმიდის მონასტერში, სინას მთაზე, ტაო-კლარჯეთში, ათონის მთაზე და ა.შ.). წმიდა საბა განწმედილის (+532წ.) ანდერძის თანახმად, ქართველები VI საუკუნის დასაწყისში წირვა-ლოცვას (ცხადია, გალობითურთ) მშობლიურ ენაზე ასრულებდნენ.
Attachments:
Views: 1065 | Added by: fabri  | Comments (0)        სრულიად ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია

ავკასიაში, შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს უძველესი ისტორიის და კულტურის ქვეყანა საქართველო. იგი ამავე დროს მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა. მაცხოვრის მოძღვრებას ქართველი ხალხი ეზიარა I საუკუნეში წილისყრით, რომელსაც უნდა გაერკვია, ქრისტეს სჯულს რომელი მოციქული სად და რა ქვეყანაში იქადაგებდა, საქართველო წილად ხვდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. ამიტომ ითვლება საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყნად და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი საქართველოს მფარველად.
Attachments:
Views: 689 | Added by: fabri  | Comments (0)        სრულიად ნახვა

ბიბლია საქართველოში

ამყაროს შექმნის შესახებ არსებული ერთადერთი ჭეშმარიტების შემცველი წიგნი, ბიბლია, ქრისტიანული საქართველოს სულიერ მოღვაწეთა მუდმივი ზრუნვისა და რუდუნების საგანი იყო. მიუხედავად ამისა, დღევანდელ საქართველოში ცოტამ თუ იცის, რომ ბიბლიით თარგმნა ქართულ ენაზე საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლისა და დამკვიდრების ხანას, IV-V სს-ს, ე.ი. ჩვენი მწერლობის განვითარების უძველეს პერიოდს უკავშირდება.


ბიბლია საღმრთო წიგნების კრებულია და იგი ორი ნაწილისაგან - ძველი და ახალი აღთქმისაგან შედგება.ძველი აღთქმის წიგნები ებრაულ სამყაროში ძვ. წელთაღრიცხვის XII-II საუკუნეებშია შექმნილი. მათში ასასხულია ებრაელი ხალხის ისტორია, ღვთისმსახურება, იმდროინდელი ყოფა-ცხოვრება, მათი მსოფლმხედველობა, რელიგიური მრწამსი, მათი ეთიკური და ესთეტიკური შეხედულებები. ახალი აღთქმის წიგნებში კი, რომლებიც ბერძნულ ენაზე ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნის მეორე ნახევარში დაიწერა, გადმოცემულია მაცხოვრის განკაცება, მის მიერ აღსრულებული სასწაულები, მისი ჯვარცმა, აღდგომა, ამაღლება, მოციქულთა მოღვაწეობა და მათი ეპისტოლეები, ახალი აღთქმის ეკლესიის დაფუძნება, ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომელიც ამავე საუკუნეებში მისი მოციქულების მეშვეობით ვრცელდებოდა.
Attachments:
Views: 1172 | Added by: fabri  | Comments (0)        სრულიად ნახვა

არსებობდა თუ არა ნოეს კიდობანი

ათეისტები დიდხანს ამტკიცებდნენ, რომ მსოფლიო წარღვნა და ნოეს ისტორია მხოლოდ მითია, რომელსაც რეალობასთან არანაირი საერთო არა აქვს. ცოტა ხნის წინ გაიხსნა სამხედრო დაზვერვის საიდუმლო მასალები, სადაც მითითებულია, რომ 40-იან წლებში არარატზე გადაფრენილი თვითმფრინავის მფრინავმა მაღალ მთაში შეამჩნია ტბაში გაყინული უზარმაზარი ხომალდის ნამსხვრევები.


რა ვიცით ნოეს კიდობანზე? ადამისა და ევას შთამომავლობა სწრაფად გამრავლდა. სეითის შვილები ღვთისმოსავნი და კეთილნი იყვნენ. ბიბლია მათ ღმერთის შვილებს უწოდებს, კაენის შვილები კი უწმინდურნი და ბოროტნი - ბიბლიის მიხედვით „ძენი კაცისანი". კაენისა და სეითის ერთამენთში აღრეული შთამომავლები გარყვნილნი და უწმინდურნი გახდნენ. მთელ კაცობრიობაში მხოლოდ ნოე და მისი ოჯახი იყო მართალი. ღმერთმა ინება, დედამიწა გაეწმინდა (განებანა) ბოროტებისაგან, ნოე კი გადაერჩინა კაცობრიობის გასამრავლებლად.
Attachments:
Views: 1254 | Added by: fabri  | Comments (0)        სრულიად ნახვა

წარმართული რელიგია და საქართველო

ართული წარმართული პანთეონი 7 ასტრალური ღვთაებისაგან ანუ კერპისაგან შედგებოდა: „მზე, მთვარე და ვარსკვლავნი ხუთნი”.ქართველები თაყვანს სცემდნენ და აღმერთებდნენ ბუნების ძალებსა და მოვლენებს. 


თავიანთი ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძეს. მაგ.:კოლხთა უზენაესი ღმერთები იყვნენ გ ე ა (მიწა) და უ რ ა ნ ი (ზეცა). ისინი იყვნენ კოლხთა უპირველესი საფიცარი. ამასთან ერთად, ქართველებს ჰყავდათ საერთო ღმერთებიც,-ტომთაშორისი და სატომო ღვთაებების უფროსი ღმერთები.
Attachments:
Views: 1165 | Added by: fabri  | Comments (0)        სრულიად ნახვა

თამარ მეფის კუთვნილი ხელნაწერი

ანის ოთხთავის სახელწოდებით ცნობილი XII-XIII სს ქართული ხელნაწერი 1776 წელს, აფხაზეთის კათალიკოსს (მეფის ძეს) იოსებს შეუწირავს საჩინოს ვანის მთავარანგელოზის ეკლესიისათვის.


ვანის ოთხთავის სახელწოდებით ცნობილი XII-XIII სს ქართული ხელნაწერი 1776 წელს, აფხაზეთის კათალიკოსს (მეფის ძეს) იოსებს შეუწირავს საჩინოს ვანის მთავარანგელოზის ეკლესიისათვის.
Attachments:
Views: 1010 | Added by: fabri  | Comments (0)        სრულიად ნახვა

თავსმოხვეული სიცრუე დავით აღმაშენებელზე

ისტორია ერისა ღვთის რისხვისა და ღვთის წყალობის ისტორიაა, მხოლოდ ამის მიხედვით აწყობდნენ ჩვენი მემატიანეები „ქართლის ცხოვრებას". მხოლოდ ერთადერთი გასაღები ერგება დავითის თანამედროვე ისტორიკოსის თხზულებას - უნდა იყო მართლმადიდებელი....


მხოლოდ მაშინ არ გაუჩუმდები იმ ფაქტს, რომ დიდგორის ომში ყველაზე დიდი მეომარი წმიდა გიორგი იყო, რომ იმ დღეს სწორედ მისი დახმარებით მოთავდა ბრძოლა სამ საათში, რომ იმ დღეს ძალიან ბევრმა მუსულმანმა ისეთი ზაფრა მიიღო, რომ სიცოცხლის ბოლომდე ბრძოლის ველისკენ აღარ გაუხედავს. სწორედ ამიტომ დაერქვა ამ ომს „ძლევაჲ საკვირველი".
Attachments:
Views: 839 | Added by: fabri  | Comments (0)        სრულიად ნახვა

გიორგი V ბრწყინვალე

გიორგი V ბრწყინვალე (1286 — 1346) - საქართველოს მეფე 1314-1346, დემეტრე II თავდადებულის ძე. აღიზარდა ტაო-კლარჯეთი, მისი პაპის (დედის მხარე) ბექა I ჯაყელის (მეჭურჭლეთუხუცესი) კარზე. 1299 ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა - მეფედ აკურთხა


მაგრამ მისი უფლებები ტფილისს არ სცილდებოდა და ამიტომ "თბილ-მეფეს" უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VII-ის მეორე ძმა ვახტანგ II (მეფობდა 1302-10 წლებში). 1314 წელს, დავით VII-ისა და ვახტანგ II-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მიიღო მეფობა. მას სამემკვიდროდ ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო.
Attachments:
Views: 762 | Added by: fabri  | Comments (0)        სრულიად ნახვა

ვახტანგ I გორგასალი

ვახტანგ I გორგასალი, ქართლის მეფე (დ. დაახლ. V საუკუნის 40-იან წწ. ― გ. 502), პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი. "გორგასალი" (სპარსულად - მგლისთავა) იმიტომ შერქმევია, რომ მუზარადზე მგელი ჰქონია გამოსახული. იღვწოდა ქართლის განთავისუფლებისათვის ირანელთა უღლისაგან, ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის, შეუზღუდველი სამეფო ხელისუფლების შექმნისათვის.

60-იან წლებში ვახტანგ I ირანელებმა ქართლის ლაშქრით შუა აზიაში გაიწვიეს საომრად. დაბრუნების შემდეგ დაიწყო აქტიური სამზადისი ქართლიდან ირანელთა განდევნისათვის. ვახტანგ I-ს ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა ქართლის ფეოდალებში, რ-თაც მხარს უჭერდნენ ირანელები. პირველი იერიში ვახტანგ I-მა ეკლესიაზე მიიტანა. ჩაატარა მისი რეორგანიზაცია, შეცვალა ქართლის ეკლესიის მეთაური და ეპისკოპოსთა თავის მაგივრად კათალიკოსობა დააწესა. ამავე დროს შექმნა ახალი საეპოსკოპოსოები და შეცვალა ზოგი ძველი ეპისკოპოსი.
Attachments:
Views: 1337 | Added by: fabri  | Comments (0)        სრულიად ნახვა

თამარ მეფე

ამარი, თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207), საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველის რეპუტაციით სარგებლობდა, რისთვისაც მას ქვეშევრდომებმა "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი" ტიტული უბოძეს.
Attachments:
Views: 1768 | Added by: fabri  | Comments (0)        სრულიად ნახვა

1 2 »




საქართველო




 

Website builder - uCoz