საქართველო მართმადიდებლური ფორუმი -                                                           




მენიუ

†ფილმები†
†ვიდეოები†
†ისტორია†
†რელიგია†
†კულტურა†
† ხატები და ფრესკები†
†ჩვენი პატრიარქი†
†ქართული სპორტი†
†ქართველი პოეტები†
†ტაძრები და მონასტრები†
†მამათა გამონათქვამები†
†ქადაგებები†
†ქართული  მუსიკა†
საქართველოს ბუნება
†საგალობლები†
†წმიდა წერილი†
†ლოცვანი†
†ღვთისმეტყველება†
†სულიერი სწავლებანი†
†საეკლესიო კალენდარი†
†მარხვები†
†წმინდანთა ცხოვრება†
†დღესასწაულები†
†სასწაულები†
†გზა ტაძრისაკენ†
†წმიდა სინოდი†
†გამონათქვამები†
†სხვადასხვა†


შესვლის ფორმა


ძებნა


ONLINE TV
         



ხატები

        წმინდა გიორგი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიტრიხერუსა ანუ სამხელიანი


ჩვენი გამოკითხვა
დადიხართ ტაძარში?
სულ ხმები : 130


FaCeBooK


საიტის მეგობრები
 




     

«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930


სტატისტიკა
ამჟამად საიტზეა:
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ავტორიზირებულია:



.......

Page Ranking Tool




ქრისტიანთა მთავარი ტაძრის ისტორია იერუსალიმში

ქრისტიანულ სამყაროში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარი გახლავთ. იმავდროულად, ის სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიათა დაპირისპირების უმთავრესი მიზეზიც არის, რაც X|| საუკუნეში დაიწყო. კონფესიათა წარმომადგენლები ტაძარში უკეთესი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოდნენ. ისინი ყოველ ღამით შესასვლელთან იკრიბებოდნენ და ცხარედ კამათობდნენ. 1852 წელს 6-მა კონფესიამ - მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სირიელები, სომხები, კოპტები და ეთიოპიელები - თურქეთის სულთნის გავლენით ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, მათ ტაძრის თითოეული სანტიმეტრი გადაინაწილეს.
Attachments:
Views: 821 | Added by: fabri  | Comments (0)        სრულიად ნახვა

ტოლგის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი

1314 წელს, იმ დროს, როდესაც რუსეთის ეკლესიას წმიდა მიტროპოლიტი პეტრე მართავდა, გამოჩნდა ეს სასწაულთმოქმედი ხატი. როსტოვისა და იაროსლავის ეპისკოპოსი პროხორე, რომელსაც სქემაში ტრიფონი ერქვა, თავისი სამწყსოს მოსახილავად კირილო-ბელოოზეროს მონასტერში ჩავიდა. აქედან წყლით მდინარე შექსენის გაყოლებით ვოლგაზე გადავიდა და იაროსლავისკენ გაემართა. ქალაქიდან შვიდი ვერსის დაშორებით მან ვოლდის მარჯვენა დასახლებულ
Attachments:
Views: 751 | Added by: GoNeR_aND-ReZzy  | Comments (0)        სრულიად ნახვა

მამა ჩვენი იესო

კითხვაზე, თუ ვინაა იესო ქრისტე, ბევრი პასუხობს, რომ ის ღმერთია, ან თავისი ეპოქის დიდი წინასწარმეტყველი. სინამდვილეში ვინაა იესო?
Attachments:
Views: 828 | Added by: GoNeR_aND-ReZzy  | Comments (0)        სრულიად ნახვა

ჯვრის მონასტერი (მცხეთა)

ჯვრის მონასტერი — მე-6 საუკუნის ქართული ქრისტიანული მონასტერი. დგას მთაზე, ძველი დედაქალაქის - მცხეთის პირდაპირ, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს. მცხეთა-მთიანეთის მხარე, ქართლი. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
Attachments:
Views: 925 | Added by: GoNeR_aND-ReZzy  | Comments (0)        სრულიად ნახვა

დიდება უფალს!

თითოეულს მისთვის სასარგებლო ნიჭი ღმერთისგან მისი რწმენისამებრ ეძლევა.
(ბასილი დიდი)

Attachments:
Views: 771 | Added by: GoNeR_aND-ReZzy  | Comments (0)        სრულიად ნახვა

ადიდე ღმერთი უფალი


როგორც ცეცხლს ახასისთებს გათბობა, წყალს - მორწყვა, ასევე ახასიათებს რწმენას გამჟღავნება კეთილ საქმეებში.
(წმინდა ტიხონ ზადონელი)

Attachments:
Views: 801 | Added by: GoNeR_aND-ReZzy  | Comments (0)        სრულიად ნახვა

უფალო შეგვიწყალნენ


ქრისტიანიბა - ესაა რელიგია სრულყოფილი სიყვარულისა, მარადიული სიხარულისა და უხვი ღვთაებრივი ენერგიისა.
(ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

Attachments:
Views: 811 | Added by: GoNeR_aND-ReZzy  | Comments (0)        სრულიად ნახვა

ჩვენთან არს ღმერთი

ჩვენთან არს ღმერთი!!!
Attachments:
Views: 837 | Added by: GoNeR_aND-ReZzy  | Comments (0)        სრულიად ნახვა

რელიგია

ისტორიული ცნობებით მართლმადიდებელი ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად 337 წელს გამოცხადდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანა-ს ზეობის დროს, თუმცა ქრისტიანული გადმოცემით ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტიანობა მოციქულმა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა, ხოლო შემდგომ კი მოციქულებმა წმინდა სვიმონ კანანელმა, წმინდა მატათემ და წმინდა ბართლომემ იქადაგეს. წყაროები მოგვითხრობენ, რომ მეფე მირიანის მეფობისას კაბადოკიიდან (თანამედროვე ცენტრალური თურქეთი) ქრისტიანობის საქადაგებლად შემოვიდა ქალწული წმინდა ნინო; სწორედ მის დროს გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, ხოლო მას კი ქართველთა განმანათლებელი ეწოდა. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ საქართველოში შემოსვლისთანავე წმ. ნინომ ვაზის რტოებისგან ჯვარი გააკეთა და საკუთარი თმებით შეკრა. ეს ჯვარი ამჟამად თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში ინახება და უდიდეს სიწმინდედ ითვლება, ხოლო წმ. ნინო კი, დაკრძალულია კახეთში ბოდბის დედათა მონასტერში. საქართველო გამორჩეულია თავისი ქრისტიანული საეკლესიო არქიტექტურით, მისი თვითმყოფადობითა და სიძველით. პPირველი ტაძრები მე-5 საუკუნიდან გვხვდება (ბოლნისი, ურბნისი), ხოლო ოქროს ხანა კი, მე-11-13 საუკუნეებზე მოდის. ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ რელიგიური შემწყნარებლობით. ამის ნათელ მაგალითს თუნდაც თბილისში ერთ მოედანზე მდებარე ქართული ეკლესია, მუსლიმანური მეჩეთი, სომხური ეკლესია და ებრაული სინაგოგა წარმოადგენს.
Attachments:
Views: 826 | Added by: admin2  | Comments (1)        სრულიად ნახვა

იოანე ზოსიმე-„ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“

იოანე-ზოსიმე, X საუკუნის ქართველი სასულიერო მწერალი, ჰიმნოგრაფი, მთარგმნელი. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც სინის მთის ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერებიდან ჩანს, მოღვაწეობდა პალესტინაში, ჯერ საბაწმინდის ლავრაში, ხოლო X საუკუნის 70-იანი წლებიდან – სინის მთაზე. იოანე-ზოსიმეს ეკუთვნის ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი "საგალობელნი იადგარნი” (შინ-34), რომელიც სხვადასხვა ლიტურგიკული ძეგლიდან გამოკრებილ თხზულებათა კრებულია. ორიგინალური თხზულებათაგან აღსანიშნავია ცხოველი რწმნენით გამსჭვალული საგალობლები "ქებაჲ ქართულისა ენისაჲ” და "ქართულისა ენისათჳს” (გამოაქვეყნა პავლე ინგოროყვამ 1924, ჟურნალი "კავკასიონი”, №1-2).

 იოანე-ზოსიმეს წვლილი მიუძღვის ხელნაწერთა დამზადება-გამრავლებაშიც. იგი ცნობილია როგორც ხელნაწერთა "განმაცხოველებელი”, "შემმოსელი”, "მომგებელი”.

Attachments:
Views: 1385 | Added by: admin2  | Comments (0)        სრულიად ნახვა

გილოცავთ ჯვართამაღლებას

დღეს, მართლმადიდებლური ეკლესია, აღნიშნავს ერთ-ერთ დიდ დღესასწაულს, ჯვართამაღლებას ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, უფალი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი, ასევე სრულიად საქართველოს, გთხოვთ შედით სრულიადში და წაიკითხეთ ცოტა რამ ამ ბრწინვალე დღესასწაულის შესახებ, პატივისცემით eXe.Ge ადმინისტრაცია.
ჯვართამაღლება, ერთ-ერთი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაული, რომელიც დგება ყოველი წლის 27 სექტემბერს(ძველი სტილით 14 სექტემბერს). მისი წარმოშობის შესახებ არსებობს სხვადასხვა გადმოცემა. ამათგან უფრო მიღებულის მიხედვით, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც იმპერატორი კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით-იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება "ჯვართამაღლება".
ტროპარი:აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვრითა ბარბაროზთა ზედა ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე, და საფარველსა შენსა ქვეშე ჯვრისა შენისა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა!
კონდაკი:რომელი ამაღლდი ნებსით ჯვარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგვანიჭე, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა, და ძლევა მოჰმადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა-შემწედ აქვს შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძლეველი, ჯვარი შენი, ყოვლად-ძლიერი.
Attachments:
Views: 730 | Added by: admin2  | Comments (0)        სრულიად ნახვა





საქართველო




 

Website builder - uCoz