საქართველო წმ. ბარბარეს ცხოვრება - 20 სექტემბერში 2011 - მართმადიდებლური ფორუმი




მენიუ

†ფილმები†
†ვიდეოები†
†ისტორია†
†რელიგია†
†კულტურა†
† ხატები და ფრესკები†
†ჩვენი პატრიარქი†
†ქართული სპორტი†
†ქართველი პოეტები†
†ტაძრები და მონასტრები†
†მამათა გამონათქვამები†
†ქადაგებები†
†ქართული  მუსიკა†
საქართველოს ბუნება
†საგალობლები†
†წმიდა წერილი†
†ლოცვანი†
†ღვთისმეტყველება†
†სულიერი სწავლებანი†
†საეკლესიო კალენდარი†
†მარხვები†
†წმინდანთა ცხოვრება†
†დღესასწაულები†
†სასწაულები†
†გზა ტაძრისაკენ†
†წმიდა სინოდი†
†გამონათქვამები†
†სხვადასხვა†


შესვლის ფორმა


ძებნა


ONLINE TV
         



ხატები

        წმინდა გიორგი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიტრიხერუსა ანუ სამხელიანი


ჩვენი გამოკითხვა
დადიხართ ტაძარში?
სულ ხმები : 130


FaCeBooK


საიტის მეგობრები
 




     

«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930


სტატისტიკა
ამჟამად საიტზეა:
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ავტორიზირებულია:



.......

Page Ranking Tool






 2011 » სექტემბერი » 20 » წმ. ბარბარეს ცხოვრება
0:18 AM
წმ. ბარბარეს ცხოვრება
იმპერატორ მაქსიმიანეს მეფობის დროს (305-311 წწ.) ილიოპოლისში ცხოვრობდა ერთი მდიდარი, განათლებული და დიდი თანამდებობის კაცი - დიოსკორე. მას ჰყავდა მშვენიერი აღნაგობიდს და ლამაზი სახის გოგონა, ბარბარე. მიუხედავად იმისა, რომ იგი წარმართთა ოჯახში გაიზარდა კერპებისათვის თაყვანი მაინც არასდროს უცია. იგი უკვირდებოდა ცის სიდიადეს, დედამიწის სილამაზეს, გრძნობდა სამყაროს მწყობრ და ბრძნულ მოწყობას, ხვდებოდა რა მიუწვდომელი და დიადი იყო ყველაფრის ამის შემქმნელი და ივსებოდა მისი გული შემოქმედისადმი სიყვარულით. ერთხელ მან გაიცნო ქრისტიანი გოგონები და სულ მალე მოინათლა კიდევაც. 
ბარბარეს მამა რამდენიმე წლით სხვა ქვეყანაში უნდა გამგზავრებულიყო, წასვლის წინ დაიქირავა მშენებლები და ბაღში აბანოს აშენება დაავალა, ორი სარკმლით - სამხრეთით და დასავლეთით. 
ერთხელ ბარბარემ შეიარა მშენებლობაზე. მას არ მოეწონა სარკმელითა განლაგება და სასწრაფოდ ამოაქოლვინა ისინი. შემდეგ გააკეთებინა სამი სარკმელი აღმოსავლეთის მხარეს წმიდა სამების სადიდებლად. 
აბანოს სვეტები და იატაკი მარმარილოთი იყო მოპირკეთებული. როდესაც გაიარა ბარბარემ მარმარილოს ფილებზე მათ მისი ნაკვალევი დაეტყო და წყაროებმა ამოხეთქა. ეს წყაროები ყოველგვარ სნეულებას კურნავდა (ასე იყო მეათე საუკუნემდე). სვეტებზეც გამოსახა მან თითით ჯვარი და ისიც თავისით ამოიკვეთა. როდესაც დაბრუნებულმა დიოსკორემ შეიტყო ყოველივე, ძალზედ განრისხდა, იშიშვლა მახვილი და გაეკიდა წმიდა ქალწულს მოსაკლავად. ის-ის იყო უნდა ჩაეცა მახვილი, რომ გაიპო კლდე, შევიდა შიგნით ბარბარე და კლდე ისევ დაიხშო. ამოდენა სასწაულის ხილვისმიუხედავად, უფრო გაუსასტიკდ გული დიოსკორეს, იგი გაშმაგებით დაეძებდა ქალწულს. ამასობაში იგი მიადგა ორ მწყემსს და იკითხა, ხომ არ დაგინახავთო სადმე ბარბარე. ხნიერმა დაუმალა, რადგან მისი სასტიკი თვალებით მიხვდა, რისთვისაც ეძებდა იგი გოგონას, ახალგაზრდამ კი თითით 
მიანიშნა იმ მთისკენ, რომელზედაც წმიდა ბარბარე წვალებ-წვალებით მიათრევდა ფეხებს. გამხეცებული მამა დაეწია ასულს, ძირს დაანარცხა და წიხლებით შედგა, შემდეგ წაათრია თმებით და ერთ ქოხში შეამწყვდია. მწყემსმა რომელმაც გასცა იგი, იქვე მიიღი ღვთის რისხვა - ხელგაშვერილ ლოდად იქცა. 
დიოსკორემ კი ყოველივე ქვეყნის მმართველს - მარტიანეს შეატყობინა და ბრძანა მარტიანემ ქალწულის ჩამოყვანა მასთან. მოჰგვარეს ქალწული, მაგრამ მრავალი ხვეწნისა და მუქარის მიუხედავად ბარბარემ მაინც არ უარყო უფალი, რამაც ძალზე განარისხა მარტიანე. მან ბრძანა მისი ცემა ხარის ძარღვებით. დასისხლიანებულიდა დაუძლურებული კვლავ საპყრობილეში ჩააგდეს. იმ ღამით მას თვით უფალი გამოეცხადა, ხალხი ამხნევებდა მას და ეუბნებოდა თუ რა ნეტარებას უმზადებდა სასუფეველში, განსაცდელში შემწეობასაც აღუთქვამდა. 
წმიდა ბარბარეს შემხედვარე აღენთო ქრისტესათვის მოწამების სურვილით ერთი იქაური ქალი - იულიანა და მანაც სთხოვა უფალს შემწეობა.მეორე დღეს, როდესაც წმიდა ბარბარე გამოყვანეს საპყრობილიდან დაინახეს, რომ იგი სრულიად განკურნებული იყო და არც ნაიარევი აღარ ეტყობოდა. გაოგნდა მარტიანე, მაგრამ ეს სასწაული თავის ღმერთებს მიაწერა და უსაყვედურა ბარბარეს - ხომ ხედავ ღმერთები როგორ გწყალობენ, შენ კი მათ ეურჩებიო. წმიდა ქალწულმა უპასუხა, რომ არარსებულმა ღმერთებმა კი არა, მხოლოდშობილმა და ყოვლისმპყრობელმა უფალმა იესო ქრისტემ განჰკურნა იგი. იქვე მახლობლად იდგა იულიანა და ხმამაღლა ადიდებდა უფალს. ისიც შეიპყრეს. ორივეს მკერდი დააგლიჯეს და შიშვლები გაიყვანეს ქალაქში. იქაც არ დატოვა ღმერთმა და ისეთი ბრწყინვალება მიჰგვარა, რომ ხალხი ვერ უსწორებდა თვალს. ევედრებოდა უფალს ბარბარე, რომ ყველასათვის ვინც მომავალში მას გაიხსენებდა და შესთხოვდა შემწეობას აღმოეჩინა დახმარება. აღუთქვა კიდევაც უფალმა, რომ შეუსრულებდა თხოვნას. ამიტომ ითვლება იგი მოულოდნელი და მოუნანიებელი სიკვდილისაგან დამცველად. როდესაც მარტიანემ ვერაფერი მოუხერხა, ბრძანა თავები მოეკვეთათ. დიოსკორემ კი ითხოვა, რომ თვითონვე მოეკვეთა თავი შვილისათვის. ასე აღსერულნენ და მიეახალნენ უფალს წმიდა ბარბარესა და წმიდა იულიანას სულები. წმიდა ბარბარე ბავშვების მფარველია.

წმიდა ბარბარეს ევედრებიან უეცარი სიკვდილისაგან დასაფარავად

ტროპარი: ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნითა ჯვარისათა.


 
HTML-ლინკი სიახლეზე
BB-კოდი სიახლეზე
პირდაპირი ლინკი სიახლეზე უცოზ სკრიპტები!!!

 

        
კატეგორია: †წმინდანთა ცხოვრება† | ნანახია: 965 | დაამატა: fabri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

 

 Website builder - uCoz