საქართველო თამარ მეფის კუთვნილი ხელნაწერი - 15 ივნისში 2011 - მართმადიდებლური ფორუმი




მენიუ

†ფილმები†
†ვიდეოები†
†ისტორია†
†რელიგია†
†კულტურა†
† ხატები და ფრესკები†
†ჩვენი პატრიარქი†
†ქართული სპორტი†
†ქართველი პოეტები†
†ტაძრები და მონასტრები†
†მამათა გამონათქვამები†
†ქადაგებები†
†ქართული  მუსიკა†
საქართველოს ბუნება
†საგალობლები†
†წმიდა წერილი†
†ლოცვანი†
†ღვთისმეტყველება†
†სულიერი სწავლებანი†
†საეკლესიო კალენდარი†
†მარხვები†
†წმინდანთა ცხოვრება†
†დღესასწაულები†
†სასწაულები†
†გზა ტაძრისაკენ†
†წმიდა სინოდი†
†გამონათქვამები†
†სხვადასხვა†


შესვლის ფორმა


ძებნა


ONLINE TV
         



ხატები

        წმინდა გიორგი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიტრიხერუსა ანუ სამხელიანი


ჩვენი გამოკითხვა
დადიხართ ტაძარში?
სულ ხმები : 130


FaCeBooK


საიტის მეგობრები
 




     

«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930


სტატისტიკა
ამჟამად საიტზეა:
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ავტორიზირებულია:



.......

Page Ranking Tool






 2011 » ივნისი » 15 » თამარ მეფის კუთვნილი ხელნაწერი
4:38 PM
თამარ მეფის კუთვნილი ხელნაწერი
ანის ოთხთავის სახელწოდებით ცნობილი XII-XIII სს ქართული ხელნაწერი 1776 წელს, აფხაზეთის კათალიკოსს (მეფის ძეს) იოსებს შეუწირავს საჩინოს ვანის მთავარანგელოზის ეკლესიისათვის.





ვანის ოთხთავის სახელწოდებით ცნობილი XII-XIII სს ქართული ხელნაწერი 1776 წელს, აფხაზეთის კათალიკოსს (მეფის ძეს) იოსებს შეუწირავს საჩინოს ვანის მთავარანგელოზის ეკლესიისათვის.

მდიდრულად გაფორმებული ხელნაწერი კონსტანტინოპოლის ჰრომანას მონასტრის სოხასტერში, თამარ მეფის დაკვეთით, მისივე მოძღვარს, იოანეს გადაუწერია, "ესე სახარება, მე ი(ოვა)ნე, უღირსმან საპყარმან და მლოცველმან წმიდის დედუფლის თამარისმან ვიოფლე წერით ქალაქსა შინა კონსტანტინოპოლისა."

ოთხთავი საგანგებოდ მოხატა "ოქროთმწერალმა" მიქაელ კორესელმა; მხატვრის ბერძნული მინაწერი ქართულად ასე იკითხება: "ოქროთი მოიწერა ესე წიგნი მიქაელ ოქროთმწერლის კორესელის მიერ."

რომანას მონასტერი ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვანი კერა იყო შუა საუკუნეებში. ქართველი და ბერძენი ოსტატების (გადამწერისა და მხატვრის) ნაყოფიერმა თანამშრომლობამ ბევრად განაპირობა კოდექსის მაღალი მხატვრული ღირსებები.

ბიზანტიის დედაქალაქის წამყვან სკრიპტორიუმში გადანუსხული და მოხატული ოთხთავი "არისტოკრატიული" ხელნაწერების რიცხვს მიეკუთვნება.

მორთულობის სიმდიდრითა და შესრულების საზეიმო ხასიათით ვანის ოთხთავი ბიზანტიური წიგნის ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს უტოლდება.

ხელნაწერი წიგნის გვერდების შემკულობა და მინიატურული მხატვრობა XII-XIII საუკუნეების, ე.წ. კლასიკური ხანის, მხატვრულ-სტილური და იკონოგრაფიული ტენდენციების ამსახველია.

კალიგრაფიული ნუსხურით, საუკეთესო ხარისხის ეტრატზე გადაწერილი ტექსტი კამარებით, თავსამკაულით, ინიციალებითა და მინიატურებითაა გამდიდრებული.

ხელნაწერის მხატვრულ გაფორმებას უნიკალური სცენა - ევსებიოსისა და კარპიანეს შეწყვილებული კომპოზიცია ხსნის. კესარიისა და ზემო ეგვიპტის ეპისკოპოსთა ფიგურები მდიდრულ არქიტექტურულ ფონზე წამოგვიდგებიან და წინ უსწრებს მათივე ეპისტოლეებს.

ოთხთავის გაფორმების ტრადიციული ელემენტი - კამარები - ვანის ხელნაწერში მხოლოდ ოთხ გვერდზე გამოისახება და დიდი მხატვრული გემოვნებითა და ოსტატობით გამოირჩევა.

სტრუქტურული აგებულებითა და არქიტექტონიკით მსგავსი კამარები ხელნაწერი წიგნის მდიდრულ ფურცლებს ქმნიან. კამარათა გაფორმებაში გამოყენებული ორნამენტული მოტივები მრავალფეროვნებითა და დეტალების სიუხვით ხასიათდებიან. კამარათა თავზე "სიცოცხლის წყაროს" დაწაფებული უმეტესად ეგზოტიკური და ზღაპრული ცხოველები, ფრინველები თუ სიმბოლური სცენები კამარათა დეკორს სამოთხის ბაღს ამსგავსებენ. მხატვარი გასაოცარი რეალიზმით გადმოსცემს ცხოველთა სამყაროს, მათ ხასიათს.

კამარათა კაპიტელები და ბაზისები გამდიდრებულია თვეთა პერსონიფიკაციებით: მარტი მეომარია შუბით და ფარით ხელში, აპრილი - ახალგაზრდა კაცია მხრებზე მოგდებული ბატკანით, მაისი - ყვავილების კონით ხელში დგას, ივნისი - მოსავალს იღებს, ივლისი - ანიავებს, აგვისტო - ყურძნის მტევნით წარმოგვიდგება, სექტემბერს გოდორი მოუკიდია, ოქტომბერი მიმინოთი ნადირობს, ნოემბერი ხნავს, დეკემბერი - თესავს, იანვარი ნადიმობს, ხოლო თებერვალი ცეცხლთან თბება.

ისიც, საინტერესოა, რომ მათი თანმიმდევრობა ვანის ოთხთავში მარტის თვიდან იწყება (მაშინ როცა საეკლესიო კალენდრით ახალი წელი სექტემბერში დგება).

თითოეულ ფიგურას ბერძნულ და ქართულ ენებზე თვის აღმნიშვნელი წარწერა ახლავს.

ამდენად, კამარები ერთგვარ ფერადოვან ჩარჩოს ემსგავსებიან.

კამარებს მოსდევს სიმბოლური სცენა იესო ქრისტესა და ოთხი მახარებლის გამოსახულებით. მაცხოვარი ორივე ხელით აკურთხევს მის გარშემო შეკრებილ მახარებლებს. ამ სცენას სახარების ტექსტი მოსდევს.

ხელნაწერის მორთულობის ელემენტები ძირითადად სახარების თავების დასაწყისშია წამძღვარებული. სახარები ავტორის, მახარებლის, გამოსახულებას თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი ეწყვილება: წმ.მათეს - შობის სცენა, წმ.მარკოზს - ნათლისღება, წმ.ლუკას - ხარება, ხოლო წმ.იოანეს - ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა (აღდგომა). ქრისტეს ცხოვრებიდან აღებული ეს კომპოზიციები განაწილებულია არა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, არამედ მონიშნავენ თითოეული სახარების საწყის მომენტებს, ხოლო წმ.იოანესთან კი სახარებისეული თხრობის დამაგვირგვინებელ აქცენტს.

მრავალშრიანი საფერწერო ტექნიკით შესრულებული დეკორაციული დეტალები და მინიატურები ფერთა ფაქიზი შესამებით გამოირჩევიან; ოქროსთან შეფარდებული ლურჯი, მწვანე საღებავი იშვიათი სილამაზის კოლორისტულ პალიტრას ქმნის.

თავდაპირველად ხელნაწერი ვერცხლის ბუდეში იჯდა, თავად ჩიჯავაძეების ოჯახის დაკვეთით დაკარგული ყდის სანაცვლოდ, ხელნაწერისათვის მეორე ბუდე გაუკეთებიათ. სამწუხაროდ, დროთა სიავეს ვერც ერთმა ვერ გაუძლო.

საინტერესო ფაქტია, რომ ვანის ოთხთავის დასურათება მრავალი ხელნაწერისათვის იქცა ნიმუშად, მათ შორის ლაფსყალდის სახარებისა და მატენადარანში (სომხეთი) დაცული ქართული ხელნაწერისათვის.

წყარო: 24saati.ge


 
HTML-ლინკი სიახლეზე
BB-კოდი სიახლეზე
პირდაპირი ლინკი სიახლეზე უცოზ სკრიპტები!!!

 

        
კატეგორია: †ისტორია† | ნანახია: 1013 | დაამატა: fabri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

 

 Website builder - uCoz