ღმერთო მაპატიე ..
|
ღმერთო მაპატიე .. მე ბევრი შევცოდე ბევრჯერ ავუხვიე სავალ გზას, ღმერტო მაპატიე... თვითონაც ვცდებოდი მაგრამ განვკითხავდი მუდამ სხვას. ღმერტო მაპატიე ბევრმა მიღალატა და მეც ვუღალატე სანაცვლოდ ღმერთო მაპატიე ყოველი სიმდაბლე მეტს აღარაფერს აღარ გთხოვ! ვიცი შენ მოწმე ხარ იმ შეცდომებისა ყოველ ნაბიჯზე რომ ვტოვებდი ... და გთხოვ მაპატიე , რომ ასე ამაყად შენგან პატიებას მოველი... ღმერთო მაპატიე ყოველი სიცრუე, სიცრუის მსხვერპლი ვარ მე თვითონ... ახლა შენს წინაშე სიმართლით წარვსდექი ამიტომაც მჯერა - შემინდობ! ისიც მაპატიე გონებით ვცხოვრობდი... არასროს ვუსმენდი გულს! რომ მთელი ცხოვრება სიძლიერე მსურდა დღეს კი პატიება მსურს... ღმერტო მაპატიე ვისაც კი ვუყვარდი, მე ვერ დავუფასე მათ, და მაპატიე რომ დღეს ეს ჩემი თხოვნა ბოლო აღსარებას გავს . .
|
Attachments:
უფლის მეორედ მოსვლისა და საშინელი სამსჯავროს დღის მოახლოების ნიშნები (მთ. 24)
|
უფალმა ისევ ჩვენივე ზნეობრივი სიკეთისათვის არ ინება, გაემხილა ამჟამინდელი ცისა და ქვეყნის „ბოლო ჟამის" თარიღი, დღე ძე კაცისას მოსვლისა, „დღე უფლისა". „დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან" (მთ. 24,36). „არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი იგი მამამან დასხნა თჳსითა ხელმწიფებითა" (საქმ. 1,7). ამ გაურკვევლობამ უნდა აიძულოს ქრისტიანები, მუდმივად ფხიზლობდნენ სულიერად: „მღვძარე იყვენით და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი... რომელსა ესე გეტყჳთ თქუენ, ყოველთა გეტყჳ მღვიძარე იყვენით" (მრკ. 13,33,37).
|
Attachments:
მამა თეოდორე გიგნაძე პატრიარქზე
|
მამა თეოდორე გიგნაძე პატრიარქზე
|
Attachments:
ტოლგის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი
|
1314 წელს, იმ დროს, როდესაც რუსეთის ეკლესიას წმიდა მიტროპოლიტი პეტრე მართავდა, გამოჩნდა ეს სასწაულთმოქმედი ხატი. როსტოვისა და იაროსლავის ეპისკოპოსი პროხორე, რომელსაც სქემაში ტრიფონი ერქვა, თავისი სამწყსოს მოსახილავად კირილო-ბელოოზეროს მონასტერში ჩავიდა. აქედან წყლით მდინარე შექსენის გაყოლებით ვოლგაზე გადავიდა და იაროსლავისკენ გაემართა. ქალაქიდან შვიდი ვერსის დაშორებით მან ვოლდის მარჯვენა დასახლებულ სანაპირომდე მიაღწია და იქ მთაზე ღამის გასათევის მოწყობა ბრძანა,
|
Attachments:
კაცხის წმინდა სვეტი
|
კაცხის სვეტი, კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე" — შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას,
|
Attachments:
mama teodore-ვნებები და ჩაცმულობა
|
.mama teodore-ვნებები და ჩაცმულობა
|
Attachments: |