საქართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - "დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს" - 14 სექტემბერში 2011 - მართმადიდებლური ფორუმი




მენიუ

†ფილმები†
†ვიდეოები†
†ისტორია†
†რელიგია†
†კულტურა†
† ხატები და ფრესკები†
†ჩვენი პატრიარქი†
†ქართული სპორტი†
†ქართველი პოეტები†
†ტაძრები და მონასტრები†
†მამათა გამონათქვამები†
†ქადაგებები†
†ქართული  მუსიკა†
საქართველოს ბუნება
†საგალობლები†
†წმიდა წერილი†
†ლოცვანი†
†ღვთისმეტყველება†
†სულიერი სწავლებანი†
†საეკლესიო კალენდარი†
†მარხვები†
†წმინდანთა ცხოვრება†
†დღესასწაულები†
†სასწაულები†
†გზა ტაძრისაკენ†
†წმიდა სინოდი†
†გამონათქვამები†
†სხვადასხვა†


შესვლის ფორმა


ძებნა


ONLINE TV
         



ხატები

        წმინდა გიორგი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიტრიხერუსა ანუ სამხელიანი


ჩვენი გამოკითხვა
დადიხართ ტაძარში?
სულ ხმები : 130


FaCeBooK


საიტის მეგობრები
 




     

«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930


სტატისტიკა
ამჟამად საიტზეა:
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ავტორიზირებულია:



.......

Page Ranking Tool






 2011 » სექტემბერი » 14 » სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - "დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს"
12:05 PM
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - "დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს"
დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს, დიდი საქმეები დარბაზში, მშვიდობიან საუბარში უნდა გადაწყდეს და ჩვენ კარგ შედეგს მივიღებთ", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. 

"ნუთუ არ შეიძლება შევქმნათ დარბაზი და ქუჩაში კი არ გამოვიდეს ხალხი, არამედ ამ დარბაზში გადაწყდეს საკითხები. ბოლო ასეთი გამოსვლა იყო ძალიან მძიმე და დამთავრდა მსხვერპლით", - აღნიშნა უწმინდესმა. 

პატრიარქმა 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. "ადამიანთა შორის ურთიერთობის პროცესი ძალიან რთულია. დღეს, როცა ადამიანმა გამოიგონა სხვა ადამიანის დასასჯელი საშუალება, არის შემთხვევები, როდესაც თავად ხდება ამ გამოგონების მსხვერპლი. ყველაზე საშიში კატეგორიული ურთიერთობა და აზროვნებაა. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საკითხში შეუცდომელი ვარ და ყველაზე ჭკვიანი. ვფიქრობ, დღეს ჩვენი ყოფა და ცხოვრება არ არის ადამიანებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა. ადამიანები გამოდიან ქუჩაში პროტესტის ნიშნად და ხელისუფლება ხშირად მათ ეწინააღმდეგება. ვფიქრობ, ასეთი ურთიერთობა უნდა დამთავრდეს, უნდა იყოს მსჯელობა. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ჩვენი საქმე იყოს საქმე უფლისთვის და სასარგებლო ადამიანებისთვის. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ სხვისი მოსმენა", - ბრძანა უწმინდესმა. 

დღესვე პატრიარქმა სამების ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა შვილები დალოცა და ტკბილეული გადასცა.


2011-05-29

 
HTML-ლინკი სიახლეზე
BB-კოდი სიახლეზე
პირდაპირი ლინკი სიახლეზე უცოზ სკრიპტები!!!

 

        
კატეგორია: †ჩვენი პატრიარქი† | ნანახია: 801 | დაამატა: fabri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

 

 Website builder - uCoz