საქართველო პანტანასას ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი - 3 სექტემბერში 2011 - მართმადიდებლური ფორუმი




მენიუ

†ფილმები†
†ვიდეოები†
†ისტორია†
†რელიგია†
†კულტურა†
† ხატები და ფრესკები†
†ჩვენი პატრიარქი†
†ქართული სპორტი†
†ქართველი პოეტები†
†ტაძრები და მონასტრები†
†მამათა გამონათქვამები†
†ქადაგებები†
†ქართული  მუსიკა†
საქართველოს ბუნება
†საგალობლები†
†წმიდა წერილი†
†ლოცვანი†
†ღვთისმეტყველება†
†სულიერი სწავლებანი†
†საეკლესიო კალენდარი†
†მარხვები†
†წმინდანთა ცხოვრება†
†დღესასწაულები†
†სასწაულები†
†გზა ტაძრისაკენ†
†წმიდა სინოდი†
†გამონათქვამები†
†სხვადასხვა†


შესვლის ფორმა


ძებნა


ONLINE TV
         



ხატები

        წმინდა გიორგი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიტრიხერუსა ანუ სამხელიანი


ჩვენი გამოკითხვა
დადიხართ ტაძარში?
სულ ხმები : 130


FaCeBooK


საიტის მეგობრები
 




     

«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930


სტატისტიკა
ამჟამად საიტზეა:
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ავტორიზირებულია:



.......

Page Ranking Tool






 2011 » სექტემბერი » 3 » პანტანასას ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი
1:40 AM
პანტანასას ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი
მე-17 საუკუნის "ყოველთა დედოფლის-პანტანასას” სასწაულთმოქმედი ხატი ათონის წმინდა მთაზე, ვატოპედის მონასტრის კათოლიკონის ჩრდილო-აღმოსავლეთის სვეტთანაა დაბრძანებული, რომელსაც უამრავი სასწაული აქვს მოხდენილი. ამ ხატთან ლოცვით, ავთვისებიან სიმსივნეთა განკურნების შემთხვევები ხშირია. ხატის მხოლოდ 3 ასლი არსებობს, მათგან ერთი კი საქართველოში 2003 წელს ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ეკლესიაში ჩამოაბრძანეს.
 ავჭალის, წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა გიორგი რაზმაძემ, "ამბიონთან” საუბრისას ხატის შემნისა და საქართველოში მისი ჩამობრძანების ისტორია გაიხსენა.
 მამა გიორგი: "2000 წელს, ათონის წმინდა მთაზე მოგზაურობისას, ვატოპედის მონასტერში გვითხრეს, რომ "პანტანასას ღვთისმშობლის” ხატს დიდი სასწაულები ჰქონდა მოხდენილი. სურვილი, რომ ამ ხატის ასლი საქართველოშიც ყოფილიყო მას შემდეგ გამიღრმავდა, რაც ჩვენი მრევლის წევრი ონკოლოგიური დაავადებით დასნეულდა. მას კურთხევა მივეცი დასნეულებული ადამიანები ენახა და ხელმოწერები მოეგროვებინა. დაახლოებით 2000 ხელმოწერა მოგროვდა, მასში ჩართული იყო ონკოლოგიური საავადმყოფოს როგორც ავადმყოფები, ასევე ექიმები, თანამშრომლები. შედგა სპეციალური წერილი. მაშინ ქორეპისკოპოსის მოვალეობას მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) ასრულებდა. მეუფეს ვთხოვეთ და მისი კურთხევით ეს წერილი ვატოპედში გაიგზავნა, ვითხოვდით რომ საქართველოსთვის დაწერილიყო და ავჭალაში, ქეთევან წამებული ეკლესიაში ჩამობრძანებულიყო "ყოველთა დედოფლის-პანტანასას” ორიგინალის ასლი.
 ბედნიერება მხვდა და ათონის მთაზე მეორედ მომიწია გამგზავრება, წერილი პირადად ვატოპედის იღუმენს, მამა ეფრემს გადავეცი, რომელიც დაგვპირდა რომ ამ თემას აუცილებლად განიხილავდნენ და პასუხს შეგვატყობინებდნენ.
 ათონის კინოტის გადაწყვეტილებით, გადაწყდა რომ ხატის ასლი საქართველოსთვის შექმნილიყო. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ხატის დაწერა განსაკუთრებული წესების დაცვით ხდება ათონის მთაზე, განსხვავებით საქართველოსგან, რის შედეგადაც უამრავი არაკანონიკური ხატი შემოვიდა ჩვენში. ხატის შექმნა რამოდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ის სპეციალურად მისთვის ჩატარებული ღამისთევის ლოცვების ქვეშ იწერებოდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი მასზე დასვენებული იყო სასწაულთმოქმედი ხატის ორიგინალი და ყოველდღე ტარდებოდა საღმრთო ლიტურგია.
 ხატი საქართველოში 2003 წლის 3 სექტემბერს ჩამოვაბრძანეთ. წამოსვლისას კი მამა ეფრემმა ასეთი სიტყვები გვითხრა: "თქვენ არ იცით, რამხელა სასწაული მიბრძანდება საქართველოში”. ამ სიტყვებს მას შემდეგ მივაქციეთ ყურადღება, რაც ამ ხატმა უამრავ უძლურ ადამიანს ნუგეშინი სცა, სნეული ადამიანები ფეხზე დააყენა და ბევრს პროგრესირებადი დაავადებები შეუჩერა. ასეთი ფაქტები უამრავია და მადლობა ღმერთს, რომ ეს უდიდესი სიწმინდე საქართველოშია”.
 -რა პერიოდულობით სრულდება ონკოლოგიური პაციენტებისთვის პარაკლისები?
 -ვისაც ამ პრობლემასთან ჰქონდა შეხება, თითქმის უმრავლესობამ იცის ამ ხატის შესახებ. წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიაში უამრავი ადამიანი მოდიოდა, ბევრი გვირეკავს, გვთხოვს, რომ პარაკლისში მოვიხსენიოთ. გადავწვიტეთ, ზრუნვა იმ ადამიანებზე დაგვეწყო, რომელთაც სულიერი ნუგეში სჭირდებოდათ, ყველანაირად ვცდილობთ, მათ გვერდზე დავუდგეთ.
 კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და პარასკევს, 14 საათზე, მარხვის დღეების ჩათვლით, წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიაში აღევლინება საჯანმრთელო პარაკლისები მძიმე სენით დაავადებულთა საკეთილდღეოდ. უსასყიდლოდ გავცემთ ღვთისმშობლის კანდელიდან ამოღებულ ზეთს და ღვთის გზაზე მივუთითებთ მათ. განსაცდელი ადამიანს ხშირად ევლინება რადგან დალხინებული ცხოვრებისას მას ღმერთი არ ახსოვდა. ავადმყოფობისას კი ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ მარადიულ ფასეულობებზე იზრუნოს. მადლობა ღმერთს, განკურნებული ადამიანების უმრავლესოდა უკვე ღრმად მორწმუნე ადამიანი ხდება და ეკლესიურად ცხოვრობს.
 -ონკოლოგიურ პაციენტებს ხშირად არ უმხელენ დაავადებას, რამდენად შეეწევა ამ შემთხვევაში ოჯახის ახლობლის ლოცვა ავადმყოფს?
 -არის შემთხვევები, როდესაც ახლობლები მოდიან პარაკლისზე, რადგან ზოგს დასნეულების გამო სიარული აღარ შეუძლია, ჩვენ მათ სახელებს ყოველთვის მოვიხსენიებთ. მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, აუცილებელია, რომ ონკოლოგიური პაციენტი საქმის კურსში ჩავაყენოთ, რადგან ბოლო შანსი არ დაკარგონ ამ ადამიანებმა და აღსარების ჩაბარებისა და ზიარების გარეშე არ გავიდნენ ამ წუთისოფლიდან. როდესაც ამას ვმალავთ, გამოდის რომ ამ ადამიანსაც ვატყუებთ და მეორე, ის სრულიად მოუმზადებელი ხვდება სიკვდილს, მარადიულ სამყაროს, ამიტომ ამის დამალვა დანაშაულია.
 სულიერ მოძღვრებს, მეც მათ შორის, როდესაც ასეთ დაავადებულ ადამიანებთან გვიწევს საუბარი, აღსარების მიღება, ან მათი ბოლოჯერ ზიარება, მამა პაისის სიტყვები გვახსენდება, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებებზე ბოლო გამოხმაურება იყო. მან ბევრჯერ შესხოვა უფალს, გამოეცხადებინა მისთვის კიბოს წამალი, რათა უამრავ ადამიანს კურნება მისცემოდა, ღმერთმა კი არ გაუმხილა ეს წამალი. მამა პაისი ამბობს, რომ ღვთის პირით მან მოისმინა სიტყვები: ბოლო ჟამს ონკოლოგიური დაავადებით დასნეულებული მრავალი ადამიანი ცათა სასუფეველს გაავსებსო. მართლაც, მრავალი ადამიანი ამ დაავადების გამო შეაღებს ცათა სასუფევლის კარს, რადგან სინანული და გულწრფელობა განსაკუთრებულია ასეთი ადამიანისა.
 -სამწუხაროდ, საქართველოში ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვი დღითიდღე იზრდება, რამდენად დიდია გადარჩენის შესაძლებლობა რწმენის შემთხვევაში?
 -ყველაფერი ღვთის ხელთაა და მისი განგებით ხდება, ზოგისთვის ეს არის მაკურნებელი, მაცხონებელი. მთავარია, ჩვენ უფალს ვევედროთ და როგორც ღმერთი ინებებს, ისე იქნება ყველაფერი. ჩვენს მრევლში იყო ქალბატონი, რომელსაც ძვლის დაშლა ჰქონდა, მეოთხე სტადიის კიბო და სრულიად განკურნებულია. ესეთი შემთხვევები ბევრია.
 ჩვენთან მოაქვთ მადლიერების წერილები, რომელთაც ვატოპედის მონასტერში ვაგზავნით. ისინი, პანტანასას ხატთან დაკავშირებით დიდი წიგნის გამოშვებას აპირებენ, ჩვენი მრევლის წევრს, ოპერატორ ბესარიონს გაფრინდაშვილს კი სურს გავაკეთოთ ფილმი პანტანასას ხატის როგორც ორიგინალზე, ისე ჩვენს ტაძარში არსებულ ხატზე.
 ამასთან, შენდება პანტანასას ღვთისმშობლის დედათა მონასტერი და დედების ერთ-ერთი განსაკუთრებული ღვაწლი იქნება რომ ასეთ ადამიანებს ნუგეში სცენ და განსაკუთრებულად ილოცონ მათთვის ამ ხატის წინაშე.
 როგორც ცნობილია, საქართველოში ჩამობრძანებულ ღვთისმშობლის "ყოველთა დედოფლის” ხატთან დიდი სასწაულები აღესრულება. ქალბატონმა რუსუდან ფოფხაძემ, ხატის ძალა საკუთარ თავზე იხილა.
 რუსუდან ფოფხაძე: "2002 წლის 21 ოქტომბერს, მუცლის არეში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. მოვიარე უამრავი საავადმყოფო, მაგრამ დასკვნა ყველგან ერთი იყო. ექიმები ოპერაციის გაკეთებას მირჩევდნენ. მართალი გითხრათ, ამ ამბავმა ძალიან შემაწუხა, რადგან ოჯახს ძალიან უჭირდა.
 შემთხვევით ავჭალის წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის ეკლესიაში მოვხვდი. გაზეთ "მრევლიდან” შევიტყვე, რომ ათონის წმინდა მთაზე საქართველოსთვის იწერებოდა "პანტანასას” სასწაულთმოქმედი ხატის ასლი და რომ მას საქართველოში, ქალაქ თბილისის ავჭალის წმ. ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძარში ჩამოაბრძანებდნენ. გაზეთში ასევე ნათქვამი იყო, რომ ამ ხატთან ლოცვით იკურნებიან ავთვისებიანი სიმსიმნით დაავადებულნი. მეორე დღეს ეკლესიაში წავედი, სადაც ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი დამხვდა, ჩემი გასაჭირის შესახებ ყველაფერი ვუამბე და ისიც დამპირდა რომ ლოცვებში მომიხსენიებდა.
 ეკლესიიდან გამომავალს გამახსენდა ჩემი ექიმის, პროფესორის ნათქვამი: "ქალბატონო თქვენ საოპერაციო ხართ, მაგრამ მოვითმინოთ, რომ ღმერთთან მართლები ვიყოთ ბოლომდე” და გავიფიქრე ნეტავ რატომ მითხრა. ერთი თვის შემდეგ როდესაც ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში მივედი გამოსაკვლევად ექიმები გაოგნდნენ, ავადმყოფობა უკვე გამქრალიყო.
 "პანტანასას” ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს უდიდესი ძალა აქვს. მან ჯერ კიდევ შორს მყოფმა შეისმინა ჩვენ მიერ აღვლენილი ლოცვები”.
 მართლაც, ღვთის რწმენით და გულწრფელი ლოცვით, სასწაულები ხდება. ადამიანები მძიმე სენისგან თავისუფლდებიან. შეგეწიოთ "ყოველთა დედოფლის-პანტანასას” სასწაულთმოქმედი ხატის ძალა.


 
HTML-ლინკი სიახლეზე
BB-კოდი სიახლეზე
პირდაპირი ლინკი სიახლეზე უცოზ სკრიპტები!!!

 

        
კატეგორია: † ხატები და ფრესკები† | ნანახია: 810 | დაამატა: fabri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

 

 Website builder - uCoz