საქართველო ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ისტორია - 11 ივნისში 2011 - მართმადიდებლური ფორუმი




მენიუ

†ფილმები†
†ვიდეოები†
†ისტორია†
†რელიგია†
†კულტურა†
† ხატები და ფრესკები†
†ჩვენი პატრიარქი†
†ქართული სპორტი†
†ქართველი პოეტები†
†ტაძრები და მონასტრები†
†მამათა გამონათქვამები†
†ქადაგებები†
†ქართული  მუსიკა†
საქართველოს ბუნება
†საგალობლები†
†წმიდა წერილი†
†ლოცვანი†
†ღვთისმეტყველება†
†სულიერი სწავლებანი†
†საეკლესიო კალენდარი†
†მარხვები†
†წმინდანთა ცხოვრება†
†დღესასწაულები†
†სასწაულები†
†გზა ტაძრისაკენ†
†წმიდა სინოდი†
†გამონათქვამები†
†სხვადასხვა†


შესვლის ფორმა


ძებნა


ONLINE TV
         



ხატები

        წმინდა გიორგი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიტრიხერუსა ანუ სამხელიანი


ჩვენი გამოკითხვა
დადიხართ ტაძარში?
სულ ხმები : 130


FaCeBooK


საიტის მეგობრები
 




     

«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930


სტატისტიკა
ამჟამად საიტზეა:
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ავტორიზირებულია:



.......

Page Ranking Tool






 2011 » ივნისი » 11 » ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ისტორია
10:57 PM
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ისტორია
მეცხრე საუკუნეში, თეოფილე კეისრის მეფობის ჟამს ბიზანტიაში ხატების დევნა და განადგურება დაიწყეს. მეფის ბრძანებით, ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები გაგზავნეს გადამალული ხატების მოსაძებნად და გასანადგურებლად. 

იმ დროს ქალაქ ნიკეაში ერთი ქვრივი დედაკაცი ცხოვრობდა ერთადერთ ვაჟთან ერთად. სახლში ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატი ესვენა და მის წინაშე ლოცულობდა. მეფის გაგზავნილმა მხედრებმა ეს ხატი იპოვეს და ერთ-ერთმა მათგანმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს მახვილი აძგერა. ხატიდან სისხლმა იფეთქა და თავზარდაცემული მხედარი, გადმოცემის მიხედვით, მოინათლა და ბოლოს ბერად აღიკვეცა. მეფის სხვა წარგზავნილებს ქვრივი ფულს დაპირდა და სთხოვა, რომ მეორე დღემდე მოეცადათ. მთელი ღამე ილოცა ქვრივმა დედა-ღვთისას წინაშე. ზღვის პირას მიიტანა და გულწრფელი ლოცვით ღვთისმშობელს შესთხოვა შველა: „ზეციურო დედოფალო, შენ მეუფებ ყველა ქმნილებას, შენ შეგწევს ძალა, დაგვიხსნა ჩვენ უსჯულო მეფის რისხვისაგან და იხსნა შენი ყოვლადწმიდა ხატი ჩაძირვისაგან". ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ხატი ზღვაში ჩაუშვა და ტალღებს მიანდო. იგი სასწაულის მოწმე გახდა: წმიდა ხატი ზღვის ტალღებზე აღიმართა და დასავლეთისაკენ დაიძრა. ამ ხილვით დამშვიდებულმა ქალმა მადლობა შესწირა წმიდა ქალწულს და ვაჟიშვილს შეევედრა, გაქცეულიყო ბერძენთა ქვეყანაში. ვაჟმა მორჩილად შეისმინა დედის თხოვნა, ღვთის ნებით ბერად აღიკვეცა და ათონის მთის იმ ადგილას დამკვიდრდა, სადაც შემდგომში ივერიის ქართველთა მონასტერი დაარსდა. სწორედ მისგან შეიტყვეს ამ წმიდა მთის ბინადრებმა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ისტორია. 

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ღვთის განგებით ზღვამ ღვთისმშობლის ხატი ათონის მთასთან მიაცურა. ერთხელ, შეღამებისას, ათონის ივერიის მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს, რომელიც ცამდე წვდებოდა - ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ბრწყინავდა ასე. ბერებმა რამდენჯერმე სცადეს მიახლოება და ხატის ამოსვენება, მაგრამ ამაოდ. იგი ზღვის ნაპირს შორდებოდა და არავის იკარებდა. ამ დროს ივერთა მონასტერში ერთი ქართველი ბერი, სახელად გაბრიელი მოღვაწეობდა. ზაფხულობით მიუვალ კლდეებში ცხოვროდა, ზამთრობით კი - მონასტერში. მხოლოდ წყლითა და ბალახებით იკვებებოდა. სხვა საზრდელს პირს არ აკარებდა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი სწორედ ამ წმიდა ბერს გამოეცხადა და უთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და მაშინ ყველა იხილავს ჩემს სიყვარულსა და წყალობას თქვენი სავანისადმი". 

გაბრიელი მართლაც ჩავიდა ზღვაში, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე, ისე გაიარა და წმიდა ხატი ნაპირზე გამოიყვანა. იმ ადგილას, სადაც პირველად ხატი დაასვენეს, ცივმა და საამო წყარომ ამოჩქეფა, რომელიც დღემდე მოედინება. შემდეგ ხატი ეკლესიაში გადაიყვანეს და საკურთხეველში დააბრძანეს. მეორე დილით იგი იქ აღარ დახვდათ. დიდი ძებნის შემდეგ ხატი კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს. ბერებმა დიდი მოწიწებით ისევ საკურთხეველში დაასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ისევ გამოეცხადა გაბრიელ ბერს და უთხრა: „მე მნებავს, რომ არა თქვენ მიცავდეთ მე, არამედ მე გიფარავდეთ თქვენ არა მხოლოდ ამქვეყნად, არამედ სამუდამოდ და სანამ ჩემი ხატი ამ სავანეში იქნება, არ მოგაკლდებათ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა იესო ქრისტესიო". 

მონასტრის მკვიდრნი დიდი სიხარულით აღივსნენ, იქვე პატარა ტაძარი ააგეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადიდებლად და საკვირველთმოქმედი ხატიც იქ დაასვენეს. მას „კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი" ეწოდა. იგი დღემდე ათონის მთაზე იმყოფება. ხოლო ამ ხატის ასლს, ბავშვებო, შეგიძლიათ თაყვანი სცეთ თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც რამდენიმე წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩამოასვენეს.




წყარო: wami.ucoz.com


 
HTML-ლინკი სიახლეზე
BB-კოდი სიახლეზე
პირდაპირი ლინკი სიახლეზე უცოზ სკრიპტები!!!

 

        
კატეგორია: † ხატები და ფრესკები† | ნანახია: 737 | დაამატა: fabri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

 

 Website builder - uCoz