საქართველო იშხანი - 2 სექტემბერში 2011 - მართმადიდებლური ფორუმი




მენიუ

†ფილმები†
†ვიდეოები†
†ისტორია†
†რელიგია†
†კულტურა†
† ხატები და ფრესკები†
†ჩვენი პატრიარქი†
†ქართული სპორტი†
†ქართველი პოეტები†
†ტაძრები და მონასტრები†
†მამათა გამონათქვამები†
†ქადაგებები†
†ქართული  მუსიკა†
საქართველოს ბუნება
†საგალობლები†
†წმიდა წერილი†
†ლოცვანი†
†ღვთისმეტყველება†
†სულიერი სწავლებანი†
†საეკლესიო კალენდარი†
†მარხვები†
†წმინდანთა ცხოვრება†
†დღესასწაულები†
†სასწაულები†
†გზა ტაძრისაკენ†
†წმიდა სინოდი†
†გამონათქვამები†
†სხვადასხვა†


შესვლის ფორმა


ძებნა


ONLINE TV
         



ხატები

        წმინდა გიორგი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიტრიხერუსა ანუ სამხელიანი


ჩვენი გამოკითხვა
დადიხართ ტაძარში?
სულ ხმები : 130


FaCeBooK


საიტის მეგობრები
 




     

«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930


სტატისტიკა
ამჟამად საიტზეა:
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ავტორიზირებულია:



.......

Page Ranking Tool






 2011 » სექტემბერი » 2 » იშხანი
1:14 PM
იშხანი
 "და მი-რაი-ვიდა იშხანს, ფრიად უხაროდა პოვნაი დიდებულისა მის ადგილისაი, რამეთუ იყო მას შინა ნუგეშინის საცემელი სულიერ და ხორციელ”, – წერს გიორგი მერჩულე "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში”.
 იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა. საბამ ტაძარი ააგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, რომელიც აშენებული იყო VII საუკუნის I ნახევარში, მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, ნერსეს მიერ. ნერსეს ტაძარი იშხანში საბას სულ დანგრეული დახვედრია. პირველი ტაძრისაგან გადარჩენილი საკურთხევლის ნახევრადწრიული აბსიდი სვეტებზე დაყრდნობილი თაღების მწკრივით ნერსეს პატივსაცემად და სახსოვრად საბას მთლიანად მოუცევია ახალ შენობაში.
 იშხანი ცენტრაულ-გუმბათოვანი ტაძრისა და სამნავიანი ბაზილიკის გაერთიანებას წარმოადგენს. თავდაპირველად საბას ტაძარი ნაშენი იყო ოდნავ თლილი პატარა ქვებით, მაგრამ XI საუკუნის I ნახევარში იგი ორჯერ განახლებულა. მეორე განახლება მეფე ბაგრატ IV-ის დროს, 1032 წელს მომხდარა. ამ დროს ტაძრის ყველა კედელი გარედან ლამაზად თლილი წითელ-ყვითელი ფილებით შეიძერწა. ეს დიდი და ძირითადი განახლება იშხნელი ეპისკოპოსის, ანტონის თაოსნობითა და ზედამხედველობით მოხდა, ხოლო ხუროთმოძღვარი იყო ივანე მორჩაისძე.
 ტაძრის ახლანდელი დასავლეთი კარი გადაკეთებულია მაჰმადიანთა მიერ, რომლებმაც ტაძრის დასავლეთი მკლავი ჯამედ აქციეს. ამ უკანასკნელმა გარემოებამ გადაარჩინა იშხნის ტაძარი სრული განადგურებისაგან.
 იშხნის თაღის შიგნითა კედლები, როგორც ჩანს, მოხატული იყო X საუკუნის II ნახევარში. ამ ფრესკების მიხედვით, შემდგომ ოშკისა და ხახულის ტაძრები მოიხატა. "სახელგანთქმულია სილამაზე ოშკისა, ადგილმდებარეობა ხახულისა და მოხატულობა იშხნისა”, – ამბობდნენ ძველ ტაოში. სამწუხაროდ, ეს ფრესკები, ჟამთა სიავისა და ადამიანთა მიერ სრულიად განადგურებულია. უკეთ დაცულია კედლის მხატვრობა გუმბათის მიდამოებში, სადაც საკმაოდ კარგად ჩანს ზაქარია წინასწარმეტყველის აპოკალიფსური ჩვენება – ანგელოზთა მიერ ჯვართამაღლებისა და ოთხი ეტლი სხვადასხვა ფერის ცხენებითურთ. წარმოდგენილია აგრეთვე ანგელოზთა დასი, სხვადასხვა წმიდანები და წინასწარმეტყველები.
 როგორც ფრესკის ფრაგმენტული წარწერიდან ჩანს, იშხნის ტაძრის მომხატველი უნდა იყოს ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი (+966) და მისი ძმა, დავით მაგისტროსი, შემდგომში დავით დიდი, ტაოს კურაპალატი. მათ იშხნის ტაძარი მოხატეს X საუკუნის II ნახევარში, არა უგვიანეს 966 წლისა. ერთ-ერთი წარწერა გვამცნობს, რომ მეფე დიმიტრი I იშხნის ტაძრისათვის დაუბრუნებია სოფელი ლოზნი, რომელიც ადრე ტაძრისათვის შეუწირავს დიმიტრის პაპას, მეფე გიორგი II და მის მამას, მეფე დავით აღმაშენებელს. ამ შემოწირულობების გამო იშხნის მთავარეპისკოპოს ეგნატის განუჩენია მეფე დიმიტრისათვის აღაპი და ტაძარში დაუკიდია სამი კანდელი – დიმიტრი მეფის, მისი დის, თამარ დედოფლის (შირვან-შაჰის, აღსართანის მეუღლის) და დიმიტრის შვილების – მეფე დავითისა (1154-1155) და მეფე გიორგი III-სათვის (1155-1184).
 საყურადღებოა აგრეთვე XII საუკუნის ლამაზი მხედრული წარწერა. ერთ-ერთ მათგანში მოხსენიებულია ბაგრატიონთა შორის პირველი "ქართველთა მეფე” ადარნერსე II (923) და მისი ოთხი შვილი. გურგენ მეფის მიერ აშენებული პატარა ეკლესია დაზიანებულია.
 იშხნის საეპისკოპოსო კათედრა მოღვაწეობას განაგრძობდა თურქთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგაც და საბოლოოს მხოლოდ XVII საუკუნეში გაუქმდა.
 იშხნის მონასტერში ილარიონ იშხნელის დაკვეთით გადაიწერა სახარება, შემდგომში ე.წ. მესიის სახარება. აქვე 973 წელს შესრულდა ჭედური, მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ახლა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.


 
HTML-ლინკი სიახლეზე
BB-კოდი სიახლეზე
პირდაპირი ლინკი სიახლეზე უცოზ სკრიპტები!!!

 

        
კატეგორია: †ტაძრები და მონასტრები† | ნანახია: 740 | დაამატა: fabri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

 

 Website builder - uCoz