საქართველო ეკლესიაში ქცევისათვის - 29 აგვისტოში 2011 - მართმადიდებლური ფორუმი




მენიუ

†ფილმები†
†ვიდეოები†
†ისტორია†
†რელიგია†
†კულტურა†
† ხატები და ფრესკები†
†ჩვენი პატრიარქი†
†ქართული სპორტი†
†ქართველი პოეტები†
†ტაძრები და მონასტრები†
†მამათა გამონათქვამები†
†ქადაგებები†
†ქართული  მუსიკა†
საქართველოს ბუნება
†საგალობლები†
†წმიდა წერილი†
†ლოცვანი†
†ღვთისმეტყველება†
†სულიერი სწავლებანი†
†საეკლესიო კალენდარი†
†მარხვები†
†წმინდანთა ცხოვრება†
†დღესასწაულები†
†სასწაულები†
†გზა ტაძრისაკენ†
†წმიდა სინოდი†
†გამონათქვამები†
†სხვადასხვა†


შესვლის ფორმა


ძებნა


ONLINE TV
         



ხატები

        წმინდა გიორგი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიტრიხერუსა ანუ სამხელიანი


ჩვენი გამოკითხვა
დადიხართ ტაძარში?
სულ ხმები : 130


FaCeBooK


საიტის მეგობრები
 




     

«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031


სტატისტიკა
ამჟამად საიტზეა:
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ავტორიზირებულია:



.......

Page Ranking Tool






 2011 » აგვისტო » 29 » ეკლესიაში ქცევისათვის
5:49 PM
ეკლესიაში ქცევისათვის
 სამწუხაროდ, ეკლესიაში მორიდებით ქცევას მიჩვეულნი არა ვართ და რაც უფრო უარესია, არა თუ ერისკაცნი, არამედ თვით სამღვდელოთა, ეკლესიის მსახურთაც არ იციან ეკლესიაში ჯეროვნად მოქცევა. ისინი რომ ტაძარში ყოველთვის კრძალვით იდგნენ, ერისკაცებიც აუცილებლად ისწავლიდნენ მათგან კრძალვით დგომას წირვა-ლოცვაზე. საუბედუროდ, ისინი ამ ცუდ ჩვეულებას (ტაძარში შეუფერებელ ქცევას) თვით თავიანთ მოძღვართა შორის ხედავენ; ბზობის კვირა დღეს ტაძარში შესულმა მაცხოვარმა მისთვის უჩვეულო სიმკაცრე გამოიჩინა. როცა ტაძარში უწესობა და შფოთი იხილა, სიტყვიერი დარიგებისა და მშვიდი შეგონების ნაცვლად, მეფური უფლება მოიხმარა და ტაძრიდან გააძევა ყველა, ვინც უწესოდ იქცეოდა: მოვაჭრენი და შფოთის ამტეხნი; ფულის გადამხურდავებლებს მაგიდები დაუმხო და გაკიცხა: სახლსა ჩემსა სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქვენ გიყოფიეს იგი ქვაბ ავაზაკთა. მაცხოვარი ასე იმიტომ მოიქცა, რომ ეჩვენებინა, რა დიდი ცოდვაა ეკლესიაში უწესოდ ქცევა და შფოთი და იქ შესულებს როგორი შიში და კრძალვა გვმართებს. დაფიქრება იმაზე, როგორ ვიქცევით ტაძარში, ჩვენც გვჭირდება. განათლებული და წესიერი საზოგადოება ტაძარში ისე დგას და ლოცულობს, რომ იქ შესული იფიქრებს, ტაძარი ცარიელიაო. ჩვენთან კი, განსაკუთრებით სოფლებში, ისეთი ხმაური და მოსვლა-მოსვლაა, რომ იფიქრებ, აქ ხალხი არა ლოცვისათვის, არამედ სალაპრარკოდ და ახალი ამბების შესატყობად არის მოსულიო. ტაძარი სხვა არაფერია, თუ არა სახლი სალოცველი. ამიტომ, როცა ტაძარში წამოსასვლელად ემზადები, გულში ლოცვის სურვილის გარდა, არაფერი არ უნდა გქონდეს, განათლებულ ქვეყნებში ღმრთისმოყვარენი ეკლესიაში ყველაზე სადა სამოსელს იცვამენ, კუთხეში დადგებიან და წირვას ისე მოისმენენ, რომ ერთ სიტყვასაც არ ეტყვიან არავის. ჩვენთან კი, ეკლესიში წამომსვლელნი საგულდაგულოდ იცვამენ და ერთ კაცსაც კი არ დატოვებენ ისე, რომ არ დაელაპარაკონ. როგორ უნდა იმუშაოს ამ დროს ჩვენს გულში წირვისა და ლოცვის მადლმა? რა განწყობილებაც გაქვს იმ დღეს, ტაძარშიც იმ განწყობილებით მოდი, თუ მხიარული გუნება-განწყობილება გაქვს, მხიარულად შედი ტაძარში და ღმერთს მადლობა შესწირე მონიჭებული სიხარულისათვის; თუ დამწუხრებული ხარ, იმ დღეს მწუხარე და შემუსვრილი გულით ილოცე, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ტაძარში უგრძნობელი და გონებადაფანტული არ უნდა იდგე.  

 
HTML-ლინკი სიახლეზე
BB-კოდი სიახლეზე
პირდაპირი ლინკი სიახლეზე უცოზ სკრიპტები!!!

 

        
კატეგორია: †ღვთისმეტყველება† | ნანახია: 752 | დაამატა: fabri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

 

 Website builder - uCoz