საქართველო დიდგორის ბრძოლა - 15 ივნისში 2011 - მართმადიდებლური ფორუმი




მენიუ

†ფილმები†
†ვიდეოები†
†ისტორია†
†რელიგია†
†კულტურა†
† ხატები და ფრესკები†
†ჩვენი პატრიარქი†
†ქართული სპორტი†
†ქართველი პოეტები†
†ტაძრები და მონასტრები†
†მამათა გამონათქვამები†
†ქადაგებები†
†ქართული  მუსიკა†
საქართველოს ბუნება
†საგალობლები†
†წმიდა წერილი†
†ლოცვანი†
†ღვთისმეტყველება†
†სულიერი სწავლებანი†
†საეკლესიო კალენდარი†
†მარხვები†
†წმინდანთა ცხოვრება†
†დღესასწაულები†
†სასწაულები†
†გზა ტაძრისაკენ†
†წმიდა სინოდი†
†გამონათქვამები†
†სხვადასხვა†


შესვლის ფორმა


ძებნა


ONLINE TV
         



ხატები

        წმინდა გიორგი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიტრიხერუსა ანუ სამხელიანი


ჩვენი გამოკითხვა
დადიხართ ტაძარში?
სულ ხმები : 130


FaCeBooK


საიტის მეგობრები
 




     

«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930


სტატისტიკა
ამჟამად საიტზეა:
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ავტორიზირებულია:



.......

Page Ranking Tool






 2011 » ივნისი » 15 » დიდგორის ბრძოლა
2:02 AM
დიდგორის ბრძოლა
თარიღი: 12 აგვისტო 1121
მდებარეობა: დიდგორი
შედეგი: საქართველოს გამარჯვება



თურქი სელჯუკები_____მხარეები____საქართველო


ილღაზ____მეთაურები_______დავით აღმაშენებელი



სელჩუკებს ართუკიდ ნაჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა, რომელსაც დიდი სახელი ჰქონდა მოპოვებული ჯვაროსნებთან ბრძოლებში.

მაჰმადიანთა ლაშქრის რაოდენობა სხვადასხვა ცნობების მიხედვით მერყეობს 100-150 ათასიდან (არაბული, სპარსული და თურქული წყაროების თანახმად) 


600-800 ათასამდე (ქართული, ევროპული და სომხური წყაროების თანახმად).
მოკავშირეთა დარტყმა სწრაფი, გადამწყვეტი, თავზარდამცემი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ შეკრიბეს საუკეთესო ცხენოსანი მეომრები ეგვიპტედან კავკასიამდე. თურქული კავალერია იმ დროის განთქმული სამხედრო ძალა იყო.

დავით IV-ის განკრგულებაში 56 ათასი მეომარი იყო. ამათგან 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაყი, 500 ოსი და 300 ”ფრანგია” (ევროპელი).





როგორც ჩანს ბრძოლა ქართველთა მიერ დაგეგმილ ადგილას მოხდა, ვინაიდან სამეფო ლაშქრის პოზიციები წინასწარ იყო გამაგრებული. ლაშქრის ძირითად ნაწილს, რომელსაც პირველი ბრძოლა უნდა მიეღო, დავითი სარდლობდა, დანარჩენი ნაწილი დავითის ვაჟის დემეტრეს სარდლობით მთას იყო ამოფარებული და იქიდან მოულოდნელად უნდა დაერტყა მტრისთვის. ბრძოლის დაწყების წინ ქართველთა მხრიდან 200 მხედარი მტრის ბანაკისაკენ გაემართა; მაჰმადიანებს ისინი მოღალატენი ეგონათ და თავის ბანაკში შეუშვეს, სადაც მათ მოულოდნელი იერიში მიიტანეს მტერზე. კოალიციური ლაშქრის საბრძოლო წყობა დაირღვა.

ამ დროს ქართველთა ლაშქარმა მტერს ორი მხრიდან შეუტია - დასავლეთიდან დავითი, ხოლო დიდგორის მთიდან დემეტრე გადავიდა შეტევაზე. ქართველი რაინდები და მათი თანამებრძოლები წინა აზიის საუკეთესო მხედრობას შეებნენ.

უაღრესად სისხლისმღვრელი შეტაკება მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა. ილღაზის ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა. ამით ბრძოლა არ დასრულებულა. დამარცხებულებს თბილისისა თუ დმანისისათვის თავის შეფარებისა და ძალების აღდგენის საშუალება არ მისცეს. დევნა 8 დღეს გაგრძელდა...

საქართველოში ლაშქრობამ მაჰმადიანთა მხედრობის 90% შეიწირა. დაჭრილმა ილღაზიმ, რამდენიმე სარდალსა და ოციოდე მხედართან ერთად, გაქცევა მოახერხა.


დიდგორის ბრძოლას უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა: ერთის მხრივ მაჰმადიანთა მძლავრი კოალიცია დაირღვა, მისი ლაშქარი კი პირწმინდად განადგურდა. მეორეს მხრივ გაოცებულ თანამედროვეებს საქართველო წარუდგა, როგორც რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო.

ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.

ნიშანდობლივია, რომ კიდევ ასი წლის განმავლობაში საქართველო არც ერთ მნიშვნელოვან ბრძოლას არ წააგებს.


axebulia.wami.ucoz.com


 
HTML-ლინკი სიახლეზე
BB-კოდი სიახლეზე
პირდაპირი ლინკი სიახლეზე უცოზ სკრიპტები!!!

 

        
კატეგორია: †ისტორია† | ნანახია: 690 | დაამატა: fabri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

 

 Website builder - uCoz